გასულ ღამეს ლონდონში მოძრავი ფურგონი ტროტუარზე გადავიდა და ხალხის ნაკადს დაეჯახა. შემთხვევა ერთ-ერთ მეჩეთთან მოხდა. შედეგად გარდაიცვალა ერთი, 8 ადამიანი კი დაშავებულია.
ფურგონს 48 წლის კაცი მართავდა, რომელიც გამვლელებმა დაიჭირეს და პოლიციას გადასცეს. ინციდენტის დროს ის ყვიროდა, რომ ყველა მუსლიმს მოკლავდა.
პოლიციამ განაცხადა, რომ მომხდარს განიხილავს, როგორც სავარაუდო ტერაქტს. თუმცა ამასთან ერთად, თავდამსხმელს ფსიქიატრიულ ექსპერტიზასაც ჩაუტარებენ.
პრემიერმინისტრმა ტერეზეა მეიმ მომხდართან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტის სასწრაფოდ შეკრება მოითხოვა.