12 ნოემბერს, საღამოს, ამ ორი ქვეყნის საზღვარზე ძლიერი, 10-დან 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა ირანში ბევრად მეტია, ვიდრე ერაყში. ირანის ტელევიზიამ 200-ზე მეტი დაღუპულისა და 1700 დაზარალებულის შესახებ განაცხადა. ამავდროულად, ერაყის ხელისუფლება 4 დაღუპული და 50 დაზარალებული ერაყელის შესახებ აცხადებს.
ერაყის მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა თავისი ქვეყნის მოქალაქეებს. ამ უწყების წარმომადგენლებმა ადგილობრივი ტელევიზიებით მოქალაქეებს თხოვნით მიმართეს, რომ მაღალ შენობებს არ მიუახლოვდნენ და ლიფტებით არ ისარგებლონ.
სტიქიური უბედურების ადგილას უკვე გაგზავნეს ირანელი, ერაყელი და თურქი მაშველები.
რეგიონი სეისმურად სახიფათოდ არის მიჩნეული. გუშინდელი კატასტროფა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერია.