22 აპრილს გარდაიცვალა ცნობილი ქართველი სკულპტორი ზურაბ წერეთელი. მისი სახელი კარგადაა ცნობილი პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მისი შემოქმედებითი გზა აფხაზეთში, ავტობუსის გაჩერებების დიზაინით დაიწყო.
1967 წელს, როდესაც აფხაზეთის ქალაქ ბიჭვინთაში დიდი საკურორტო კომპლექსის მშენებლობა სრულდებოდა, ახალგაზრდა წერეთელს დაავალეს კომპლექსის იერსახის მოხატვა და შვიდი ახალი პანსიონის ფასადების გაფორმება.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სკულპტურამ მართლაც დაამშვენა საკურორტო ზონა, წერეთლის ყველაზე გამორჩეულ შემოქმედებით კვალად აფხაზეთში მაინც ავტობუსის გაჩერებები რჩება — არქიტექტურული ელემენტები, რომლებიც უფრო სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის დეკორაციას ჰგავდა, ვიდრე საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას.
დღეს ეს გაჩერებები ნახევრად მიტოვებულ მდგომარეობაშია, თუმცა სფეროს სპეციალისტებისთვის ისინი კვლავ ითვლება ამ უნიკალური “ჟანრის” ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშებად.
როგორც ჩანს, ზურაბ წერეთელმა შთაგონება აფხაზეთის ზღვისპირა მდებარეობიდან მიიღო — ახალგაზრდა სკულპტორმა ავტობუსის გაჩერებებს ზღვის თემატიკის ფორმები მისცა: ნიჟარა, ტალღა, თევზი, რვაფეხა. თითოეული მათგანი მოზაიკის ფერადი საფარით მოაწყო.
წერეთელმა, თითქოს ჩვეულებრივ, ფუნქციურ ობიექტებს — ავტობუსის გაჩერებებს — ხელოვნების ნიმუშების სახე მისცა. ისინი დღემდე შთამბეჭდავად და ფუტურისტულად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 60 წლის წინ შეიქმნა.
“რვაფეხა”. ბიჭვინთა
“მამალი”. ბიჭვინთა
” ნიჟარა”. ახალი ათონი
“წითელპირიანი ბაყაყი“, სოხუმი
“დელფინი”. გაგრა
“ტალღა”. გაგრა
“იპოდრომი”. გაგრასკენ მიმავალ გზაზე
ვარიაცია ზღვის ფაუნის თემაზე. პიცუნდა
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო