ყურბანის დღესასწაული ბაქოში
12 და 13 სექტემბერი აზერბაიჯანში უქმე დღეებია. ყურბან ბაირამი დღესასწაულია, რომლის მთავარ გმირადაც მსხვერპლად შესაწირი ბატკანი გვევლინება.
ჩვენი წინაპრები ცხვრის დაკვლაში ცუდს ვერაფერს ხედავდნენ. წარმოიდგინეთ – შუა საუკუნეები, შავი ჭირი, შიმშილი, კანალიზაციისა და წალსადენების არარსებობა… ევროპულ დედაქალაქებში ნაგავს სახლების ფანჯრებიდან პირდაპირ ქუჩებში ისვრიან. და ამ დროს სადღაც ხის ქოხში კრავის დაკვლამდე ბავშვები მეზობლთან გადაჰყავთ. იმ დროს ადამიანებსაც ბავშვების თადასწრებით აწამებდენ ბორბალზე, საქონლის მოკვლა კი საერთოდ არ ითვლებოდა ცუდ საქციელად.
დღეს ბავშვებს ჰგონიათ, რომ ხორცი ხეზე იზრდება – პლასტიკატის შესაფუთ მასალაში. მათი წარმოდგენით, ხორცს ხიდან კრეფენ და სუპერმარკეტში მიაქვთ. იმოქედებს თუ არა მის ფსიქიკაზე ცოცხალი არსების ბავშვის თადასწრებით მოკვლა? მე პირადად ვიცნობ ბავშვებს, რომლებსაც ასეთი საქციელის გამო, შეუძლიათ, მშობლებს UNICEF-ში უჩივლონ.
თითქოს საკითხი აღარ არის აქტუალური – დრო შეიცვალა. თუმცა, ჩვენ, ბაქოელებს, ჯერ არ ამოგვიწურავს ეს თემა. ჩვენ ხომ ამ საოცარ, მხიარულ ადგილას ვცხოვრობთ, სადაც ერთმანეთს ხვდება აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია, და, ამავდროულად, ცივილიზაცია და შუა საუკუნეები.
ამიტომ დაახლოებით წელიწადში ერთხელ, ყურბან ბაირამის დღესასწაულზე ადამიანები ერთსა და იმავე თემაზე კამათობენ – უნდა დავკლათ თუ არა საკლავი. უფრო სწორად, რა თქმა უნდა, დავკლათ, იმიტომ, რომ ყველა შემთხვევაში გვჭირდება ფლავი, რომელშიც ახალი ხორცი იქნება. და ვუმასპინძლოთ ნათესავებს და, ტრადიციისამებრ, ხორცის მესამედი ღარიბებს უნდა დავურიგოთ. მაგრამ შეიძლება თუ არა ამის დემონსტრაციულად, შუა ქუჩაში გაკეთება?
ყურბან ბაირამი, იგივე კურბან-ბაირამი (სიტყვასიტვით – “მსხვერპლის დღესასწაული”) ისლამური დღესასწაულია, რომელიც წინასწარმეტყველი იბრაჰიმის პატივსაცემად იმართება. იბრაჰიმმა გადაწყვიტა, საკუთარი ვაჟი შეეწირა უფლისათვის, მაგრამ ალაჰმა ირწმუნა, რომ იბრაჰიმს მართლა სწამდა ღმერთის და წინასწარმეტყველს ალტერნატივის სახით კრავი გაუგზავნა. ამ ისტორიაში ქრისტიანები აბრაამისა და ისააკის ლეგენდას ცნობენ, რაც სულაც არაა გასაკვირი, რადგან ყურანის ისტორიულ ნაწილში ძველ და ახალი აღთქმაში აღწერილი მოვლენების შინაარსია გადმოცემული.
ამდენად, ეს ადათი ჩვენთვის აგრერიგად საყვარელი ძველი აღთქმის პერიოდის წარმართობიდან მოდის. ამიტომ ტრადიციების მიმდევარი აზერბაიჯანელები ყურბანს მთელი სულითა და გულით აღნიშნავენ. თუკი ახალგაზრდა რძალი გყავთ, თქვენი ნათესავები ერთ მეგობრულ ჯგუფად შეიკრიბებიან და პატარძალს მიუყვანენ ცხვარს, რომელსაც ახალგაზრდა ქალი ფეხს დაადებს. ამის შემდეგ შესაწირს საზეიმოდ დაკლავენ. შემდეგ ცხოველს გაატყავებენ, გამოშიგნავენ, დაჭრიან და ხორცით არამხოლოდ ახლობლებს, არამედ უცნობ ღარიბ ადამიანებსაც გაუმასპინძლდებიან. თუკი რაიმე საქმის კეთილად დასრულების გამო, უკვე დიდი ხანია, რაც “საკლავი გაქვთ შეთქმული”, ის დროა, რომ ცხვარი გადასცეთ მეჩეთს, სადაც ხორცს ღარიბებს დაურიგებენ. სხვათა შორის, ასეთ შემთხვევებში, ძროხის, მამლისა და თხის დაკვლაც შეიძლება.
საერთოდ, თუკი მორწმუნეებს მიმართავთ შეკითხვით, ისინი გიპასუხებენ, რომ ეს არის მუსლიმთა ერთობის დღე, როდესაც განსაკუთრებული, საზეიმო ლოცვა აღევლინება. ისლამის მიმდევრებისთვის ეს ქველმოქმედების დღეა, როდესაც მდიდრები ღარიბებს საჭმელს ურიგებენ, ოჯახები კი საზეიმო სუფრასთან იკრიბებიან.
თუკი იმ ბაქოელებს დაეკითხებით, რომლებსაც არ სურთ, აზიაში მცხოვრებ ადამიანებად გრძნობდნენ თავებს, გეტყვიან რომ ეს არის დღე, როდესაც გადარეული წარმართები ქალაქის ქუჩებს უდანაშაულო ცხოველების სისხლით რწყავენ, და თან, ერთმანეთს მილოცვებსაც უძღვნიან.
ჩემი პირადი მოსაზრებით, გამომდინარე იქედან, რომ ცხვრებს მთელი წლის მანძილზე კლავენ, ამ ადათში განსაკუთრებულად ტრაგიკული არაფერია. მიმაჩნია, რომ საკლავის ბავშვის თანდასწრებით დაკვლაც არ არის პრობლემა. ტელევიზორის ეკრანებზე ბევრად უარესი ამბებიც ხდება. თუმცა, ძალიან მაღიზიანებს უმსგავსო მისალოცი ბარათები, რომლებზეც “საყვარელი” ცხვრებია გამოსახული. უარყოფით ემოციებს იწვევს ის ბაფთებიც, რომლებსაც ცხვრებს აბამენ რქებზე. მსგავსი შემთხვევები, ჩემი აზრით, ნამდვილად პათოლოგიურია.
გამოქვეყნდა: 12.09.2016