28 სექტემბერს გროზნოს ცენტრში 700-ზე მეტი ადამიანი მიიყვანეს, რომლებიც ნარკოტიკების გავრცელებისა და მოხმარების ბრალდებით დააკავეს. რამზან კადიროვმა მათი და მათივე ნათესავების გასაგონადაც განაცხადა, რომ ნარკომოვაჭრეებს ოჯახებიანად გაყრიან ჩეჩნეთიდან. “კასვკაზსკი უზელის” მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერი ასახავს, თუ როგორ ხორციელდება ეს პოლიტიკა.
“კავკაზსკი უზელი” არ ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას ამ ჩანაწერის წარმოშობის შესახებ, და ეთიკური მოსაზრებებით, მსხვერპლის სახეს ფარავს.
გაფრთხილებთ, ვიდეო ძალადობის ამსახველ კადრებს შეიცავს