ახალი წელი გაპანლიში
ფრონტისპირა გაპანლიში ახალ წელს ზეიმობენ. ამ დღეს ბაქოში ხმაურიანი ფოეიერვერკებით შეხვდნენ, გაპანლიში კი ხალხს სიჩუმე ახარებს. ადგილობრივების თქმით, დღესასწაულებზე სროლა სამხედროების უსიტყვო შეთანხმების საფუძველზე წყდება.
სოფელი გაპანლი აზერბაიჯანში, ტერტერის რაიონში მდებარეობს. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, ყარაბაღს კონფლიქტი დროს, სოფელი სასტიკი ბრძოლების არენას წარმოადგენდა და საბოლოოდ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ დარჩა. თუმცა, გაპანლი სულ ხუთი კილომეტრითაა დაშორებული სომხური და აზერბაიჯანული ჯარების შეხების ზოლთან და ამიტომ, „ფორმალური მშვიდობის“ მიუხედავად, ეს სოფელი ხშირად იბომბება.
2016 წელს მომხდარი ე.წ. „აპრილის ომის“ დროს წარმოებულმა დაბომბვებმა სოფელი ძალიან დააზარალა . სახლების უმრავლესობა ჭურვებისგან დაზიანდა. ამჟამად სოფლის მოსახლეობა მადლობას უხდის სახელმწიფოს იმის გამო, ხელისუფლებამ მათ ახალი სახლები აუშენა. დაბომბვებისგან თავდაცვის მიზნით მიწაყრილებს აგებენ, მაგრამ აქ ცხოვრება მაინც არ არის უხიფათო, იმიტომ რომ მიწაყრილი სრულ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.
ახალი საცხოვრებლით ბაირამოვების ოჯახიც კმაყოფილია. მამაც და ვაჟიც ოსტატები არიან. ამიტომ მხოლოდ კედლების აშენება ითხოვეს და განაცხადეს, რომ სხვა სამუშაოების საკუთარი შეხედულებისამებრ ჩასასტარებლად ფული სჭირდებოდათ. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ოთახის გარემონტება შეძლეს, სადაც ოჯახის უფროსი, მუბარიზ ბაირამოვი, მისი მეუღლე ალმაზი, ვაჟი და ქალიშვილი ცხოვრობენ. კიდევ ერთი ქალიშვილი კი ბაქოშია გათხოვილი.
მამაკაცები მებათქაშეებად მუშაობენ, ქალები კი, ჩვეულებისამებრ, ოჯახური მეურნეობით არიან დაკავებულნი. თანასოფლელების უმრავლესობის მსგავსად, ბაირამოვები საქონელს უვლიან და პურსაც თავად იცხობენ. დღესასწაულებზე მათ სუფრას არ ამშვენებს ის კერძები, რომლებსაც ბაქოელები შეეჩვივნენ (ტრადიციულ სალათ “სტოლიჩნისა“ და სუპერმარკეტის სხვადასხვა „სიმდიდრეებს“); სამაგიეროდ ახალი პური, სახლში დამზადებული მწნილი და ახლადდაკლული ინდაურის მწვადები აქვთ.
მათ ოჯახში მომავალ წელთან დაკავშირებული ოცნებებიც განსხვავდება იმ სურვილებისგან, რომლებიც ქალაქელებს აქვთ. ბაირამოვების თქმით, მათ სურთ ისე იცხოვრონ, რომ გარეთ გამოსვლისა და მიწის დამუშავების არ ეშინოდეთ. უნდათ, რომ დაისვენონ სროლის ხმისგან, რომელმაც ბოლო 23 წლის მანძილზე ძალიან დაღალა თითოეული მათგანი.
- შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მთიანი ყარაბაღის გამო, მოხდა 1991-1994 წლებში.
- ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ მთიანი-ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დე-ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელსაც არ აღიარებს არც ერთი სახელმწიფო, მათ შორის სომხეთიც. აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად მიიჩნევს და მოითხოვს მათ დაბრუნებას.
- 2016 წელს გამწვავება კონფლიქტის ზონაში გაგრძელდა 2 აპრილიდან 5 აპრილამდე. 5 აპრილს მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა მცირე მასშტაბით სროლები ისევ გრძელდება. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ შეთანხმების დარღვევაში.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ავტორის პოზიციას გამოხატავს, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს