ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ით დაავადების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 114 გამოჯანმრთელდა და 5 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში, სადაც კარანტინი გუშინ, დილის 06:00 სთ-ზე გამოცხადდა, covid-19 კიდევ ადამიანს დაუდასტურდა. ღვანკითში, სადაც 705 ოჯახი ცხოვრობს, ამ დროისთვის კორონავვისრუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამ დროისთვის სოფელში თერმოსკრინიგი 726 ადამიანს ჩაუტარდა.
ღვანკითთან ხუთი გამშვები პუნქტია მოწყობილი. სოფლის ყველა შესასვლელ-გასასვლელს შს და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები აკონტროლებენ. ადგილობრივებს ეკრძალებათ როგორც სოფელში შესვლა, ასევე მისი დატოვება.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.