1990 წლის იანვარს ბაქოში შავსა და სისხლიანს უწოდებენ. 20 იანვრის ღამით ოპოზიციის (კერძოდ კი მოძრაობა ‘აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის’) მიერ ორგანიზებული მიტინგებისა და დემონსტრაციების დასარბევად ბაქოში საბჭოთა ჯარი შევიდა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მაგრამ იმის გამო, რომ ტელევიზიის სადგური აფეთქდა, ქალაქის მაცხოვრებლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
დახვრიტეს და ტანკებით გადაუარეს არამხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც რესპუბლიკის დამოუკიდებლობისთვის თავის გასაწირად იყვნენ მზად, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის იმ ნაწილსაც, რომელსაც პოლიტიკური ამბიციები საერთოდ არ გააჩნდა. ასობით შეუიარაღებელი ადამინი დაიჭრა, 137 კი _ მოკლეს.
ამ ღამემ აზერბაიჯანის საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა გარდაუვალი გახადა. ბევრს მიაჩნია,რომ სწორედ ასეთი საშინელი ფასის გადახდა მოუხდა აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.
სწორედ იმ დღის შემდეგ გახდა აზერბაიჯანში წითელი მიხაკი სამგლოვიარო,საფლავზე მისატანი ყვავილი. 20 იანვარი არასამუშაო დღეა. ამ დღეს შეხიდების ხეივანი _ იქ, სადაც ‘შავი იანვრის’ ამ დღეს გარდაცვლილი ადამიანები არიან დაკრძალულები _ მასობრივი ლოცვის ადგილი ხდება.