პირველი დღე გარდაცვლილის გარეშე: საქართველოში COVID-19 სრულდება
საქრთველოში COVID-19 სრულ2020 წლის სექტემბრის შემდეგ, პირველად ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა.
საქრთველოში COVID-19 სრულდება
დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ რაღაც ექსტრაორდინარული არ მოხდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.

“დღეს პირველი დღეა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ყველა პროგნოზით, რასაც საერთაშორისო დიდი ინსტიტუტები აკეთებენ, მათ შორის ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს აპრილში გარკვეული, შესაძლებელია, მცირე ფლუქტაციებით.
არ გამოცხადებულა დასრულებულად პანდემია, მაგრამ [ჯანმოს] სტრატეგიულ დოკუმენტის მიხედვით, მისი მწვავე ფაზა სრულდება. ანუ დიდი ალბათობით, თუ რაღაც ექსტრაორდინარული არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში, ევოლუციაში, მაშინ წელს დიდი ალბათობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას გამოაცხადებს დასრულებულად”, – განაცხადა გამყრელიძემ.
● გარიყული აუცრელები – ანტივაქსერები ევროპაში სულ უფრო მეტ შესაძლებლობასა და უფლებას კარგავენ
● ეკლესია და Pfizer-ი: რატომ ჩააგდო საქართველომ ვაქცინაციის კამპანია
● რა საერთო აქვთ ქართველ, სომეხ და უკრაინელ ანტივაქსერებს
მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, ექიმები მაინც კატეგორიულად მოუწოდებენ მოქალაქეებს აიცრან.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში აცრები ძირითადად ოთხი ვაქცინით მიმდინარეობდა – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერისგან“ განსხვავებით, ჩინური წარმოების ვაქცინებს ვადა ორიდან სამ წლამდე აქვთ. თუმცა, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 17 ათასამდე დოზას ვადა 2021 წლის 1-ელ ნოემბერს გაუვიდა და ის ჩამოწერეს.
ეროვნული გეგმის თანახმად, ქვეყნის მიზანი 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა იყო, თუმცა ამ დრომდე სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 43.8 პროცენტი.