საქართველოში სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება
დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვით სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება.
_____________________________________
● როგორ ცხოვრობენ ბავშვები საქართველოში. ბევრი ციფრი და ფაქტი
_______________________________________
როგორც ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს, არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, ასლარიან დახმარებას 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვებიც შეძლებენ.
“ბავშვების სიღარიბის შესამცირებლად ჩვენ მიზნად დავისახეთ სოციალური პოლიტიკის მკვეთრი გაუმჯობესება – წერია განცხადებაში – ჩვენი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.”
პრემიერი აღნიშნავს, რომ პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დამატებით 145 მილიონი ლარი გამოიყოფა.
___________________________________
● როგორ ათხოვებენ საქართველოში არასრულწლოვან გოგონებს
● ხალხი გოგონების წინააღმდეგ
● სექსუალური განათლება საქართველოში – დახურული და საშიში თემა
● “დედამთილი სულ მითითებებს მაძლევს. შეპასუხება არ შეიძლება” – ქალები პანდემიაში. ექვსი ამბავი
● 6 რამ, რაც საქართველოში ბავშვების მიმართ გულგრილობაზე მეტყველებს
● “სიმართლე მაინც ვერ დავამტკიცე”. დღიური, რომელსაც ნინი თვითმკვლელობამდე წერდა, ახლა პოლიციაშია
_____________________________________
● საქართველოში 10 ათასზე მეტ მოზარდს სკოლაში არასდროს უვლია;
● საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა;
● საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში ბავშვთა 6.8 პროცენტი ცხოვრობს;
● საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები არა აქვს;
● ქვეყანაში არსებობს ბავშვთა პანსიონატები, სადაც ბავშვებზე ძალადობენ და სადაც სახალხო დამცველს არ უშვებენ.
● საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა. ეს მაშინ, როცა თითქმის ერთი წელი პანდემიის გამო სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.
● UNICEF-ის მიერ “მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად”, რომელიც ბოლოს 2017 წელს ჩატარდა, საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში ბავშვთა 6.8 პროცენტი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეა, როდესაც დღეში სამ ლარზე ნაკლებით გიწევს არსებობა.