საქართველოში "მწვანე ბარათის" გათამაშებაში ჩართული ადამიანების რაოდენობა იზრდება
გაზიარება
გაზიარება
საქართველოში “მწვანე ბარათის” გათამაშებაში ჩართული ადამიანების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, ამის შესახებ Turebi.ge-ის დირექტორმა ნიკო გოგოლაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა. მისივე თქმით, თუკი 2011 წელს, “მწვანე ბარათის” გათამაშებაში 20 ათასი ადამიანი იყო დარეგისტრირებული, 2021 წელს მათი რიცხვი უკვე 112 ათასს უტოლდება.
“მწვანე ბარათის” გათამაშება 1990 წლის საიმიგრაციო კანონით დაარსდა და სახელმწიფო დეპარტამენტი მას წელიწადში ერთხელ ატარებს.
ყოველწლიურად, 550 000 საიმიგრაციო ვიზა გაიცემა, რისი მიზანიც აშშ-ის მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ლეგალურად ცხოვრების უფლების მინიჭებაა.
“მწვანე ბარათის” მფლობელები აშშ-ის მუდმივი რეზიდენტები ხდებიან და უფლება ეძლევათ იცხოვრონ და იმუშაონ ლეგალურად, ისარგებლონ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღონ კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეთ აშშ-ის სოციალური დაზღვევის ნომერი.
თუმცა, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ჰგონიათ, “მწვანე ბარათის” მიღება არ ნიშნავს მოქალაქეობის მიღებას – ეს ბევრად რთული და ხანგრძლივი პროცესია.
“ეს სტატისტიკა წელს კიდევ უფრო მზარდია და თუკი ავიღებთ გათამაშების დაწყების პირველ სამ კვირას, ორჯერ არის გაზრდილი მომართვიანობა. ჩვენ ამ რაოდენობიდან დაახლოებით 10%-ს ვეხმარებით რეგისტრაციაში და იმდენი შეტყობინება შემოდის სოციალურ ქსელში მომხმარებლების მხრიდან, მსგავსი შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა”, – ამბობს გოგოლაძე.
ზოგადი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოგებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს დაფიქსირდა, როდესაც ბარათი 1195-მა ადამიანმა მოიპოვა 122 109 მონაწილიდან.
რაც შეეხება ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, ის 2007 წელს დაფიქსირდა და 323 ადამიანი შეადგინა 26065 მონაწილიდან.
ნიკო გოგოლაძე ამბობს იმასაც, რომ აშშ-ის მწვანე ბარათის გარდა, გაზრდილია მოთხოვნა აშშ-ის ტურისტულ ვიზაზეც, შესაბამისად, 2023 წლის თებერვლამდე საელჩოში გასაუბრებისთვის ადგილი არ არის. სტატისტიკა მზარდია მექსიკისა და პოლონეთის სამუშაო ვიზაზეც.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წელს “მწვანე ბარათების” გათამაშებაში საქართველოდან სულ 112,464 განაცხადი შეივსო. ეს წინა წელთან შედარებით 29,000 აპლიკაციით ნაკლებია.
სახდეპის სტატისტიკის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის წელს საქართველოზე მეტი განაცხადი იმ ქვეყნებში დარეგისტრირდა, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. ესენია: