ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, გარდაიცვალა – 39.
● სულ საქართველოში დადასტურებული: 111 818 აქედან: ● გარდაცვლილი – 1051 ● გამოჯანმრთელებული – 92 215 ● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 18 552
932 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 413 ადამიანი.
18 ათას ხუთასზე მეტ ადამიანს აქვს ამ ეტაპისთვის ვირუსი და აქედან მხოლოდ 6 192 საავადმყოფოში მკურნალობს საავადმყოფოში. 8 595 სახლში მკურნალობს, დანარჩენები ე.წ. კოვიდ-სასტუმროებში არიან.