რუსეთი მსოფლიო კიბერჯარების ტოპ ხუთეულშია
რუსეთი იმ სახელმწიფოების ტოპ 5-ეულში მოხვდა, რომლებშიც კიბერჯარი – სპეციალიზებული ქვედანაყოფები სამხედროების კიბერუსაფრთხოების დაცვისა და სადაზვერვო მიზნებისთვის, ყველაზე მეტად არის განვითარებული.
როგორც „კომერსანტი“ კომპანია Zecurion-ზე დაყრდნობით წერს, კიბერჯარზე რუსეთის დანახარჯები წელიწადში თითქმის 300 მილიონ დოლარს უდრის, ხოლო სპეცქვედანაყოფების რიცხვოვნობა – დაახლოებით ათას ადამიანს.
ექსპერტთა მონაცემებით, ოფიციალურად მსოფლიოში კიბერჯარს მხოლოდ რამდენიმე ათეული ქვეყანა იყენებს, არაოფიციალურად კი – ასეულზე მეტი. ყველაზე განვითრებული კიბერჯარი აშშ-ს ეკუთვნის. იქ ამ მიმართულების დაფინანსება წელიწადში 7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, სახელმწიფოსთან 9 ათას მეტი ჰაკერი თანამშრომლობს.
აშშ-ს მოსდევს ჩინეთი – კიბერჯარის 1,5 მილიარდ დოლარიანი ფინანსირებით და კიბერარმიის 20 ათასკაციანი შემადგენლობით. მესამე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი (450 მილიონი დოლარი წელიწადში და 2 ათასი ჰაკერი), მეოთხეზე – სამხრეთი კორეა (400 მილიონი დოლარი წელიწადში და 700 ჰაკერი).
ანალიტიკოსები კიბერჯარის საქმიანობის მთავარ მიმართულებად ჯაშუშობას, კიბერშეტევებსა და საინფორმაციო ომებს ასახელებენ.