92 ადამიანი გარდაიცვალა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად.
ოფიციალური ინფორმაციით არავინ გადარჩენილა.
თვითმფრინავი ტუ-154 სოჭთან ახლოს შავ ზღვარი აფრენიდან (05:20 საათი) რამდენიმე წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავის ფრაგმენტები და რამდენიმე გარდაცვლილი შავ ზღვაში აღმოაჩინეს.
თვითმფრინავი მოსკოვიდან სირიის პროვინცია ლათაქიისკენ მიფრინავდა, სოჭის ადლერის აეროპორტში კი საწვავის შესავსებად დაჯდა. ბორტზე ეკიპაჟის გარდა იმყოფბოდნენ სამხედროები, 9 ჟურნალისტი და 68 ალექსნდროვის ანსამბლის მუსიკოსი. ისინი სირიაში რუსულ ავიაბაზაზე ახალი წლის მისალოცად მიფრინავდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით არავინ გადარჩენილა. კატასტროფის მიზეზად კი ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა.