ჟღალი ფერის ასოები ხელებზე
ეს მულტიმედიური ისტორიაა – საქართველოში აზერბაიჯანული ქორწილის, ოღონდ – არა უშუალოდ საზეიმო დღის შესახებ. რადგან ტრადიციული აზერბაიჯანული ქორწილი საზეიმო დღის დადგომამდე ორი დღით ადრე იწყება. და თუკი ქორწილის დღეს დიდებული თეთრი კაბაა აუცილებელი ელემენტი, მანამდე მნიშვნელოვანია კაშკაშა ფერების დღესასწაული.
გარკვეული თვალსაზრისით, ამ მოვლენას შეიძლება “გოგონების თავშეყრა” დავარქვათ. აზერბაჯანულად ამ დღეს “ხნიახტი” ჰქვია.
ეს ძველებური ადათი “ქართველი აზერბაიჯანელების” თემში ახლახან აღორძინდა, სულ რამდენიმე წლის წინათ. და უკვე არამხოლოდ ძალიან პოპულარულია, არამედ ბევრისთვის აუცილებელ ტრადიციადაც კი იქცა.
ხნა ბუნებრივი საღებავია, რომელიც სისუფთავის სიმბოლოა და დასაქორწინებელ წყვილს მას ხელებზე უსვამენ, რომ მათი ერთობლივი ცხოვრება ისეთივე სუფთა და კაშკაშა იყოს, როგორიც თვითონ ხნაა.
ამ დღეს პატარძალი ძველებურ ყაიდაზე იმოსება, ტრადიციულ, ნაციონალურ კაბას იცვამს.
“ხნაიახტიზე” სიძე-პატარძლის მეგობარი და ახალგაზრდა ნათესავი გოგონები იკრიბებიან. და მხოლო საღამოს დასასრულისკენ მოდიან მამაკაცები.
“ახალგაზრდებს ძალიან მოსწონთ ეს ახალი ტრადიცია. ყველას აინტერესებს, თუ როგორ გამოიყურება პატარძალი ნაციონალურ სამოსში; ამაზე მსჯელობა თვეებით ადრე იწყება”, – გვიყვება ამ ცერემონიის ერთ-ერთი მონაწილე.
“ხნიახტის” დღე იწყება როგორც მხიარული წვეულება. ახალგაზრდები საზეიმო სუფრას შლიან, გოგონები ეროვნული, და არამხოლოდ ეროვნულ ჰანგებზე ცეკვავენ.
მხიარულების შუაგულში მნიშვნელოვანი მომენტი დგება. ის გოგონები, რომლებსაც გათხოვება უნდათ, პატარძლის თავსაბურის ქვეშ დგებიან. გადმოცემის თანახმად, ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ საყვარელი ქმარი იპოვო და ბედნიერი ქორწინება გქონდეს.
“ფატის ქვეშ სელფის” შემდეგ ყველა სიძის მხრიდან მოსული სტუმრების დასდახვედრად ემზადება. და სწორედ მაშინ იწყება ხნის წასმის ცერემონიაც.
ხნა და ტკბილეული სიძის ნათესავ ქალებს მოაქვთ. თუ მას და ჰყავს – სწორედ ის იღებს ვალდებულებას, რომ პატარძალს ხელის გულებსა და მტევნებზე ხნა წაუსვას.
მნიშვნელოვანი მომენტი – ერთ ხელისგულზე სიძის სახელის პირველ ასოს აწერენ, მეორეზე კი – თავად პატარძლის.
შემდეგ ყველა სტუმარი თავის სურვილით რაიმეს იხატავს ხელებზე ხნით. ხნა მდგრადი საღებავია და კანზე სამ კვირაზე მეტ ხანსაც ძლებს.
მას შემდეგ, რაც ხელებზე ინიციალები და ნახატები შეაშრებათ, ამ ღონისძიების მომდევნო და დამასრულებელი ცერემონია იწყება.
პატარძალს ცენტრში სვამენ. მისი დაქალები კი მუსიკის თანხლებით ცენტრში ტრიალებენ და მას ისეთ სიტყვებსა დ ფრაზებს ჩასჩურჩულებენ, რომ ახალგაზრდა ქალს გული აუჩუყდეს და ცრემლი მოერიოს.
როგორც პატარძლის მეგობარმა ტიურკანმა გვითხრა, მან პატარძალს ჩასჩურჩულა: “ორი დღეც და, მშობლიურ სახლს დატოვებ”, და სწორედ ამ სიტყვების შემდეგ აევსო მას ცრემლით თვალები.
ამ დროისთვის უკვე საღამოვდება და სტუმრებს სიძე და მისი მეგობრებიც უერთდებიან.
- საქართველოში ცხოვრობს დაახლოებით 300 ათასი აზერბაიჯანელი. ეს მეორე, ყველაზე მრავალრიცხოვანი თემია ქვეყანაში (ქართველების შემდეგ).
- აზერბაჯანელები, ძირითადად, კომპაქტურად დასახლებულები ქვემო ქართლის რეგიონში არიან