ორი მოსაზრება ერთ დოკუმენტზე
საქართველომ და სომხეთმა 2016 წლის სამხედრო თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. პირველ თებერვალს ერევანში თავდაცვის მინისტრმა სეირან ოგანიანმა თავის ქართველ კოლეგასთან, თინათინ ხიდაშელთან შეხვედრა გამართა. მხარეები თავდაცვის სფეროში საერთო ქმედებების განხრციელებაზე შეთანხმდნენ.
მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამხედრო თანამშრომლობის ყოველწლიური პროგრამის ძირითადი მიზანი სამშვიდობო საქმიანობის, სამხედრო განათლების, პროფესიული მომზადებისა და სტრატეგიული დაგეგმარების გამოცდილების გაზიარებაა. ყველა სომხური გამოცემა იმეორებდა სეირან ოგანიანის ნათქვამს, რომლის მიხედვითაც, საქართველო და სომხეთი უსაფრთხოების, პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში ერთმანეთისთვის მნიშვნელოვან პარტნიორებს წარმოადგენენ. ‘ამ სფეროებში არსებულმა მჭიდრო კავშირებმა განაპირობა, რომ 2010 წლიდან სამხედრო სფეროში თანმიმდევრული თანამშრომლობის განვითარებასა და უზრუნველყოფაზე დაგვეწყო ზრუნვა’.
პოლიტოლოგები სომხურ-ქართულ შეთანხმებას სხვადასხვანაირად აფასებენ
კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პოლიტოლოგი სერგეი მანასიანი ამ შეთანხმებას ფორმალურ დოკუმენტად მიიჩნევს, რომელსაც ქვეყნები რეგულარულად აფორმებენ და, ამიტომაც,მისი აზრით, უახლოეს მომავალში რაიმე სახის ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
საქართველოსა და სომხეთს შორის მსგავსი დოკუმენტები ადრეც გაფორმებულა. ‘თავისთავად ცხადია, რომ რომ აღნიშნული შეთანხმება რაიმე სახის გეოპოლიტიკურ გარღვევას არ წარმოადგენს’.
ამის მიზეზად ექსპერტი ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური პოზიციონირების განსხვავებულ ხედვას მიიჩნევს. „სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი და რუსეთის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეა, საქართველოს კი იმავე რუსეთის ფედერაციასთან პრობლემები აქვს და თან ნატო–ში შესვლას ამჯობინებს“.
ამასთან, პოლიტოლოგის აზრით, რუსეთთან არსებული პრობლემების გამო, საქართველო საკმაოდ აქტიურად ცდილობს, თუქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული თანამშრომლობის პირობები შექმნას ( მ.შ. სამხედრო სფეროში). „თავისთავად ცხადია, რომ სომხეთს ამ ორ ქვეყანასთან რამდენადმე განსხვავებული ურთიერთობები აქვს“.
მოცემული დოკუმენტი სომხეთსა და საქართველოს შორის სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობის არსებით ასპექტებს არ შეიცავს.
ექსპერტის აზრით, ამ შეთანხმებაში საინტერესო მხოლოდ ისაა, რომ ორი ქვეყნის სამხედრო ძალები ერთობლივ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ‘სომეხი სამხედროები სამთო გადამზადებას გადიან საჩხერის სამხედრო ბაზაზე, რომელიც ნატო–ს სპეციალისტების მიერაა ორგანიზებული’. ამას გარდა, სომეხი და ქართველი სამხედროები ტექნიკურ და სასწავლო გაცვლით პროგრამებში (მ.შ. სამხედრო ტრანზიტთან დაკავშირებულ პროექტებში) იღებენ მონაწილეობას.
პოლიტიკური და საერთაშორისო გამოკვლევების ცენტრის სომხური ორგანიზაციის ექსპერტი, პოლიტოლოგი რუბენ მეღრაბიანი 2016 წლისთვის გაწერილი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერაში ფორმალობად მხოლოდ მიზეზს თვლის.
ვიზიტის ოფიციალური სტატუსიდან, განრიგიდან და ხანგრძლოვობიდან (ეს ვიზიტი სამდღიანია) გამომდინარე, ექსპერტი ფიქრობს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის ფორმალური რიტუალის შესრულების გარდა, მხარეებმა საფუძვლიანად მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ერთმანეთის მოსაზრებები მოისმინეს.
ახალ პოლიტიკურ „რეალიებს“ შორის ექსპერტი განსკუთრებულად გამოყოფს ‘რუსეთის ღრმა და ხანგრძლივ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სისტემურ და სტრუქტურულ კრიზისს’.
შემდეგ მეღრიბიანი ახსენებს ირანის ფაქტორს, რომელიც სანქციების მოხსნის შემდეგ მთელი მსოფლიოთვის ღია ხდება, და არ მალავს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით,თავადაც მიზანშეწონილად მიაჩნია, თუკი ძირითად პარტნიორებთან დამაკავშირებელი დერეფანი სამხრეთ კავკასიაზე გაივლის.
ამასთან, მეღრაბიანი თვლის, რომ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს თურქეთსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის გააქტიურებაც, რისი შედეგებიც სამხრეთ კავკასიაზე აისახება.
მეღრიბიანის აზრით , რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ყველაზე დიდ ზემოქმედებას ის ახდენს, რომ სამხრეთ კავკასიას ნატო–ს ინფრასტრუქტურა უახლოვდება.
‘კეთილმეზობლური თანაცხოვრების მრავალათასწლიან გამოცდილებიდან გამომდინარე, სომხეთსა და საქართველოს (რომლებსაც არც ისე ბევრი ნამდვილი მეგობარი ჰყავთ) ეს დიალოგი უნდა დაეწყოთ. ეს ნაბიჯი ნამდვილად მისასალმებელია და ორი ქვეყნის სამხედრო მეთაურთა გონიერებაზე მიუთითებს’.
პოლიტოლოგმა აღნიშნა ისიც, რომ სომხეთსა და საქართველოს წინ ვარშავის სამიტი ელოდებათ, რომელიც, ექსპერტის აზრით, მთლიანად შეცვლის ნატო–ს დამოკიდებულებას პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების (უფრო ზუსტად კი, რუსეთის) მიმართ.
აქედან გამომდინარე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნების პოზიციონირებისას აუცილებელია მეტი აქტუალიზაცია და არსებული პირობების შესაბამისად მოქმედება. ‘უმჯობესი იქნება, თუკი ამას ერთობლივად გავაკეთებთ. უნდა აღინიშნოს, რომ, ერთი მხრივ _ სტრატეგიული შევიწროების მეთოდის, მეორე მხრივ კი _ არამართებული ზემოქმედების ინსტრუმენტების გამოყენებით რუსეთი ამ რეგიონში პოზიციებს თმობს’.