#NBAVOTE Zaza Pachulia
#NBAVOTE Zaza Pachulia – ეს ჰაშთეგი ქართულ სოციალურ ქსელებში უკვე ტრენდად იქცა. უკვე მეორე წელია, სოციალური ქსელების ქართველ მომხმარებლები ამ ჰეშთეგის გარეშე არაფერს წერენ. ამგვარად ისინი NBA-ის ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობენ და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის და “გოლდენ სთეის ვორიორზის” მოთამაშის ზაზა ფაჩულიასთვის All Star Game-ის საგზურის მოპოვებას ცდილობეან.
All Star Game ყოველ წელს ტარდება და მასში NBA-ის საუკეთესო კალათბურთელები მონაწილეობენ. საკალათბურთო ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი ნადვილი ზეიმია გულშემატკივრებისთვის – ისინი დაუვიწყარ შოუს ადევნებენ თვალს. თავად მოთამაშეებისთვის კი, ამ თამაშში მონაწილეობა ძალიან პრესტიჟულია.
მატჩი მონაწილე კალათბურთელების ძირითად შემადგენლობას გულშემატკივრები ირჩევენ. ამის გაკეთება სოციალურ ქსელებში ასე უნდა: #NBAVote და შემდეგ იმ კალათბურთელის სახელი, რომელსაც მხარს უჭერ. პოსტი საჯარო უნდა იყოს და თითოეულ მომხმარებელს 24 საათში ერთხელ შეუძლია ამ გზით ხმის მიცემა. ხმის მიცემის პროცედურა 25 დეკემბრიდან 16 იანვრის ჩათვლით გრძელდება. 19 იანვარს კი ხმის მიცემის საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი.
ქართველი გულშემატკივარი იმდენად აქტიური აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და სახალისო განხილვების საგანადაც კი იქცა.
საკალათბურთო სამყაროში უკვირთ, რომ ქართველ სპორტსმენს ამდენი მხარდამჭერი ჰყავს, მაშინ როცა NBA-ში მასზე გაცილებით კარგი მოთამაშეები არიან.
გასულ წელს ფაჩულიას მხოლოდ 15 ათასი ხმა დააკლდა, რომ All Star-ში ეთამაშა. წელს მისი შანსები, კიდევ უფრო მაღალია.
ზაზა ერთი შეხედვით ნელი, მოუქნელი, არც ისე შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემების კალათბურთელია. მას არ შეუძლია ულამაზესი სლემ-დანკების გაკეთება, შეტევაში ეფექტური მოძრაობები მისი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. ხელს არც
სტატისტიკა უწყობს – მატჩში საშუალოდ 5.6 ქულასა და 5.7 მოხსნას აგროვებს.
მიუხედავად ამისა, ზაზა ლიდერობს და ეს ქართველი გულშემატკივრის დამსახურებაა, რომელსაც არ ავიწყდება ყოველდღე ხმა მისცეს მას.
ამ ყველაფერმა ამერიკულ მედიაში თავიდან საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია: ზაზას მოულოდნელად ბევრ ხმას აპროტესტებდნენ, ზოგისთვის ეს ზაზასი და მთლიანად ქვეყნის დაცინვის საბაბიც კი გახდა.
თუმცა, ზოგი ამ ყველაფერმა გაახალისა და ზაზას მხარდამჭერ კაპმანიაშიც ჩაერთო: მაგალითად, ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა, Wyclef Jean-მა ზაზას მხარდასაჭერად გასულ წელს პატარა სიმღერაც კი “ჩაწერა” და ინტერნეტში გამოაქვეყნა.
https://youtu.be/WhdQmpqVO7w
სოციალურ ქსელებში ეს ყველაფერი მრავალი ხუმრობის წყაროდ იქცა:
Hillary should’ve got Zaza Pachulia to run her Presidential campaign. Sad! #NBAVote
— Hinkie’s Orchard ???? (@FrancisOKC) January 5, 2017
If this tweet gets 10k retweets, I’ll name my first kid Zaza Pachulia, boy or girl. #NBAVote
— keanu (@kph_15) January 13, 2017
თუ ეს ტვიტი 10,000 რეთვითს დააგროვებს, ჩემს პირველ შვილს, არ აქვს მნიშვნელობა გოგო იქნება და თუ ბიჭი, ზაზა ფაჩულიას დავარქმევ.
ხალხს უკვირს, როგორ შეუძლია ერთ პატარა ქვეყანას გაერთიანდეს და თავისი ეროვნული გუნდის კაპიტანი ხმის უბრალო მიცემით დააფასოს:
Maaaan, I just need to find someone to love and support me like Zaza Pachulia’s country loves him
— Johnny Cage (@WhiteCoatShawty) January 5, 2017
ნეტავ ვინმე ვიპოვო, ვისაც ისე ვეყვარები და მხარსაც ისე დამიჭერს, როგორც ზაზა ფაჩულიას ქვეყანას უყვარს ის.
დიდი უცნობი ზაზა, სასაცილო აქცენტით, სასაცილო აღნიშვნებით და გაურკვეველი ქვეყნიდან, ბევრისთვის დადებით პერსონაჟად და მისაბაძ მაგალითად გადაიქცა.
NBA-ში მოთამაშე ფრანგმა კალათბურთელმა, ზაზას კონკურნეტმა ტვიტერში დაწერა – რომ ის ზაზას გულშემატკივრების შემყურე მოქალაქეობის შეცვლაზე სერიოზულად დაფიქრდა:
Seriously thinking about changing nationality ????????/ Je pense sérieusement à changer de nationalité ???????? #countrysupport
— Rudy Gobert (@rudygobert27) January 12, 2017
თუ საქართველოს შეუძლია ზაზასთვის ამის გაკეთებს, რატომ კალათბურთზე გაგიჟებულ ფილიპინებს არ შეუძლია იგივე JC-ისთვის?
ბევრს დღემდე ვერ გაურკვევია, ზაზა ამერიკის შტატ ჯორჯიიდან არის თუ ევროპის ერთი პატარა ქვეყნიდან. ზოგს ქართველი კალათბურთელი საერთოდ რუსი ეგონა და ამ ყველაფერს რუსეთის ჰაკერულ შეტევებს უკავშირებდა.
რატომ აქვს ზაზას ამდენი ხმა? ვერ ვხვდები ვინ არიან მისი გულშემატკივრები. ქართველები. (ჯორჯიელები)
ამ ამბების შემდეგ ამერიკაში უკვე კარგად იციან, ვინ არის ზაზა ფაჩულია და რაც უფრო მთავარია, გაიგეს, რომ “ჯორჯია” არამარტო ამერიკის შტატის, არამედ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სახელიცაა.
ჩვენ კი, თუ გვინდა ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ All Star-ში ვიხილოთ, არ უნდა დაგვეზაროს და ხმის მისაცემად გამოვიყენოთ როგორც Facebook, ასევე Twitter, Google და NBA-ს აპლიკაცია. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს 24- საათიანი ინტერვალი.