"თავისუფლება მზია ამაღლობელს“- 50-მდე მედიასაშუალება პროტესტის ნიშნად სამი საათით გაფიცული იყო
საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების ნაწილი, 50-მდე ტელევიზია და ონლაინ მედია, მათ შორის “ჯემნიუსი”, გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დაკავებული დირექტორის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, სამი საათით გაიფიცა.
გაფიცვა 17:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდა.
“ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე. თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენ გავიფიცეთ” – შავ ფონზე ეს წარწერა და მზია ამაღლობელის ფოტო იყო სამი საათის განმავლობაში ოპოზიციური ტელევიზიების ეკრანზე და ონლაინ მედიების საიტზე.
ეს ფოტო ხვდებოდა მომხმარებლებს გაფიცული მედიების სოციალურ ქსელებშიც. სამი საათის განვალობაში, გაფიცულ მედიებს, ინფორმაცია არსად, სოციალური ქსელის არცერთ არხზე არ განუახლებიათ.
გაფიცული მედიების სია
- ფორმულა
- ტვ პირველი
- მთავარი არხი
- ტვ პალიტრა
- ტვ კავკასია
- BMG
- ნეტგაზეთი
- ბათუმელები
- პუბლიკა
- ინდიგო
- ჯემნიუსი
- სტუდია მონიტორი –
- მთის ამბები /საქართველოს ამბები
- მედიაჩეკერი
- Chai Khana
- ტაბულა
- On.ge
- OC Media
- მედია აპრილი
- Civil.ge
- პროექტი 64
- რეალპოლიტიკა
- რადიო მარნეული
- Qartli.ge
- აი, ფაქტი
- მაუწყებელი
- TOK TV
- ფორბს-საქართველო
- ,,სამხრეთის კარიბჭე””
- აგროგარემო TV
- ოდიში TV
- რადიო ოდიში
- იმერვიზია TV
- გურია TV
- მეცხრე ტალღა
- JRC
- რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი – GARB
- აჭარა თაიმსი
- აქცენტი
- TV 25
- TV მონიტორინგი
- ჩემი ხარაგაული
- CNews Exclusive
- ინფო იმერეთი
- რადიო ათინათი
- მეგა ტვ
რა მოხდა
დღეს, 2025 წლის 14 იანვარს, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.
მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე ორჯერ დააკავეს.
თავდაპირველად იგი დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. დაკავებიდან რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.
გათავისუფლებიდან მალევე მზია ამაღლობელი კვლავ დააკავეს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. როგორც გამოცემა “ნეტგაზეთი” წერს, ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
მისი დაკავებიდან მალევე, პროპაგანდისტულმა ტელეარხებმა დაიწყეს უხმო ვიდეომასალის გავრცელება, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობს ამაღლობელი პოლიციელს სახეში ხელი გაარტყას. მზია ამაღლობელი ამ ვიდეოში პოლიციელებით არის გარშემორტყმული.
მალევე, დამოუკიდებელმა მედიებმა მოიპოვეს და გაავრცელეს ვიდეომასალა, რომელსაც აქვს ხმაც და ისმის, როგორ აგინებს პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს, მისი პირველი დაკავების შემდეგ. ის იმურება, რომ მედიამენეჯერს სისხლის სამართლის წესით დაიჭერს.
„სისხლით… ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ… ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“ – ამბობს ამ ვიდეოში ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი.
დაკავებისას მზია ამაღლობელთან ერთად იყო “ბათუმელების” რედაქტორი, ეთერ თურაძე. იგი ასე იხსენებს დაკავების მომენტს:
“მზია ჭყლეტაში მოყვა. შოკისმომგვრელი და აფექტური მდგომარეობა იყო, რადგან პოლიციამ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ატეხა პანიკა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება დაიწყო. მზია ისევ ხელახლა შეათრიეს პოლიციის შენობაში. ის რომ მზია თავს დაესხა პოლიციას, არის აბსურდი, პირიქით, პოლიცია დაესხა თავს”.
პირველი შეფასებები მზია ამაღლობელის დაკავებაზე
მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურნენ: დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, მედიაომბუდსმენი, მედიის ადვოკატების კოალიცია, საია, საერთაშორისო ორგანიზაცია Women Press Freedom, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი ჯო უილსონი და სხვები.
ისინი შსს-ს მზია ამაღლობელის და რეჟიმის ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვენ.
მისი დაკავების დღესვე, აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე დაწერა:
„მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.
Mzia Amaghlobeli and all of the political prisoners of the Ivanishvili regime must be immediately released! There must be free and fair elections!
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 13, 2025
მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა Women Press Freedom-ი. ორგანიზაცია პლატფორმა X-ზე წერს, რომ ნოემბრის აქციების შემდეგ პოლიციის მხრიდან ათობით ჟურნალისტი ქალი შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა:
„ამაღლობელი და მისი კოლეგები აშუქებდნენ, როგორ უსამართლოდ აკავებდა [დემონსტრანტებს] ბათუმის პოლიცია. ვითხოვთ, მოეხსნათ ბრალი და შეწყდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა საქართველოში“, – წერია განცხადებაში.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე წერს, რომ ევროკავშირი გმობს ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაპატიმრებას.
იგი წერს, რომ უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ამ უკანონო ქმედებებში ჩართულმა თანამდებობის პირებმა კი პასუხი უნდა აგონ.
Georgia: The EU deplores the repression against peaceful protesters this weekend in Batumi and Tbilisi, including the arrests of journalists and activists.
— Anitta Hipper (@ExtSpoxEU) January 13, 2025
Those unjustly detained must be released. There must be consequences for the officials involved in these illegal actions.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელის საქმეში არ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი. პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალება, ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე ან სხვა ფორმით შეუშლის ხელს გამოძიებას. მზია ამაღლობელის მხრიდან კი არ არსებობს მსგავსი საფრთხეები.
ნობელის პრემიის მფლობელი ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა, რომლის წიგნითაც იყო მზია ამაღლობელი საკუთარ სასამართლო პროცესზე (ეს არის წიგნი “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”), პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა მზია ამაღლობელის დაკაბვებას.
მან გააზიარა პოსტები, რომელსაც დართული აქვს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე გადაღებული ფოტო და დაწერა”:
„საპროტესტო აქციების 47 დღის შემდეგ… [ეს] წარმოუდგენელია #თავისუფლებასაქართველოს“
After 47 days of protests … would’ve been unimaginable #FreeGeorgia https://t.co/v085CWj31p
— Maria Ressa (@mariaressa) January 14, 2025