"ნუ მისცემ უფლებას ჩააბეტონონ განათლება". მარში ილიაუნის დასაცავად - პროტესტის 444-ე დღე. ვიდეო
გაზიარება
გაზიარება
მარში ილიაუნის დასაცავად
თბილისში ყოველკვირეული შაბათის მარში განახლდა.
პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს სამი საპროტესტო მარშის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან გაერთიანებული მსვლელობით მივიდნენ.
შაბათის ტრადიციულ მარშს შეუერთდნენ ილიაუნის სტუდენტები, რომლებიც განათლების რეფორმას აპროტესტებენ.
პროტესტის 444-ე დღეშაბათის საპროტესტო მარში
საპროტესტო მსვლელობას ირანელი ხალხის მხარადამჭერი მარშიც შეუერთდა, რომლებიც ისლამური რეჟმის წინააღმდეგ მებრძოლ ხალხს უჭერეენ მხარს. 14 თებერვალს ირანული დიასპორა რეჟმის წინააღმეგ მებრძოლთა მხარდასაჭერად მსოფლიოს მასშატაბით შეიკრიბა.
ერთ წელზე მეტია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ყოველ საღამოს იკრიბებიან ქვეყნის დედაქალაქში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე პატარა ქალაქში.
აქციების მიმდინარეობისას ათობით ადამიანი დააკავეს. ბევრ მათგანს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გვყავს 150-მდე სინდისის პატიმარი, მათ შორის ქალები. დაპატიმრებულია გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.
აქციის მონაწილეები ითხოვენ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რადგან, 2024 წლის შემოდგომის არჩევნებს ამ დრომდე არ აქვს აღიარება და გაუქმდეს ყველა ის ანტიდემოკრატიული კანონი, რაც ბოლო ორ წელიწადში მიიღო “ქართულმა ოცნებამ”.
პროტესტის ჩასახშობად, “ქართული ოცნება” სულ უფრო ამკაცრებს რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. თუმცა, უწყვეტი პროტესტი, სხვადასხვა ფორმით, დღემდე გრძელდება.