აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
გაზიარება
გაზიარება
მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახდეპის განცხადებით, მხარეებმა საერთო ინტერესის მქონე საკითხები განიხილეს, მათ შორის უსაფრთხოება კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში.
“სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება.“ – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ირაკლი კობახიძე აცხდებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქოდა და მხარეებმა “პარტნიორობის გადატვირთვისა“ და კავკასიის რეგიონში საქართველოს როლის შესახებ ისაუბრეს.
“სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის გაძლიერების მნიშვნელობა. ერთგული ვართ საქართველო-აშშ-ის კავშირების განმტკიცების, რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ.“ – წერს ირაკლი კობახიძე.