მაკიაჟი მაკიაჟის გარეშე
თუკი დაძაბულად ფიქრობთ იმაზე, თუ როგორი მაკიაჟი იქნება მოდაში 2017 წელს, შეგიძლიათ, შვებით ამოისუნთქოთ – წელს სტილისტები გვთავაზობენ “მაკიაჟს მაკიაჟის გარეშე”. არავითარი გრაფიკა – მხოლოდ რბილი ხაზები და ცოტა პუდრი, ბუნებრივი წარბები და უკონტურო ტუჩები. ერთი სიტყვით, იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ, თქვენს გარეგნობაში ბუნებრიობა უნდა გამოსჭვიოდეს. ერთგვარი დაუდევრობაც კი. მაგრამ, ამავდროულად, მაქსიმალურად მოვლილი უნდა იყოთ.
დაემშვიდობეთ კონტურულ მაკიაჟს, რომელიც 2016 წელს იყო მოდაში, უარი თქვით მუქ წითელ და მქრქალ პომადაზე, გადაადგეთ წარბების კორექციისთვის საჭირო ფანქარი. გირჩევთ, მკვეთრი, მბზინვარე ჩრდილები და ასეთივე ტუჩსაცხი შეიძინოთ.
მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ბუნებისგან ბოძებულ სილამაზის ხაზგასმა იმდენად ადვილია, რომ სახლიდან გამოსვლის წინ სარკეში ჩახედვაც კი არ არის საჭირო. ერთი შეხედვით, მაკიაჟის გაკეთება მარტივი საქმეა, მაგრამ სინამდვილეში პროცედურის სწორად ჩასატარებლად სპეციალური უნარები და მუშაობაა საჭირო. სპეციალისტთან გამართული ერთსაათიანი დიალოგის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბუნებრივი იერის მისაღწევად დიდი შრომა და ბევრი დროა საჭირო. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ შედეგი ნამდვილად ეფექტურია.
წარმოგიდგენთ პატარა საიდუმლოებებსა და წვრილმან დეტალებს, რომლებსაც სტილისტ ლუსინე ბაღდასარიანთან საუბრისა და მისი ერთგვარი მასტერკლასის გავლის შედეგად გავეცანი. მან მოდის ცნობილი სახლების, Chanel-ის, Anthony Vaccarelloსა და Fendi-ს ახალი ტენდენციები გამაცნო.
აი, ჩემი ფოტო მაკიაჟის გაკეთებამდე.
ეს ფოტო კი მაკიაჟის გაკეთების შემდეგაა გადაღებული.
ამ შემთხვევში კი, ორიოდე შტრიხის წყალობით, ყოველდღიური მაკიაჟი სადღესასწაულო იერს იღებს.
და თუკი გსურთ, რომ თავად გაიმეოროთ ის, რაც ჩემსავე სახეზე მაჩვენა ლუსინემ, სტილისტის ზოგიერთი რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.
მოუარეთ კანს
შესაძლოა, თქვენი საბაზისო კრემი პროფესიონალური, შემნიღბავი და სქელი კონსისტენციის იყოს, მაგრამ თუკი არაჯანსაღი კანი გაქვთ, კრემი თქვენს სახეს ჯანსაღ იერს ვერ მიანიჭებს. შეეცადეთ, რაც შეილება მეტი დრო დაუთმოთ კანის მოვლას, რათა ის გლუვი და მბზინვარე იყოს.
ბაზის გამოყენება
ტონალური კრემის წასმამდე კანის გასიებული, არათანაბარი უბნები ბაზით უნდა დაიფაროს. მომწვანო ბაზა დაზიანებული კანის მოწითალო ელფერის დაფარვის საშუალებას მოგვცემს და ტონალური კრემის ქვეშ არ გამოჩნდება.
ისეთი ტონალური კრემი აირჩიეთ, რომელიც თქვენი კანის შეფერილობასა და ცხიმიანობას შეესაბამება
ბაზის შემდეგ ტონალური კრემი წაისვით. ამისათვის შეიძლება შეიძლება გამოიყენოთ როგორც ფუნჯი, ისე საკუთარი თითები. კრემი თქვენი კანის ფერს უნდა შეესაბამებოდეს. არც მუქი უნდა იყოს, და არც ღია. იმისათვის, რათა კრემმა კანის არათანაბარი სტრუქტურა დამალოს, შეგიძლიათ, კიდევ ერთხელ გაასწოროთ სველი ღრუბლით.
არ დაიტანოთ ტონალური კრემი თვალების გარშემო არსებულ უბნებზე
ტონალური კრემი კანის სიგლუვისათვისაა შექმნილი, მაგრამ არ შეიძლება მისი გამოყენება თვალების გარშემო არსებულ უბნებზე. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუკი დაღლილობისგან უპეები გაგიშავდათ. კონსილერი და ტონალური კრემი ერთი ელფერის უნდა იყოს. თუმცა, მისაღები იქნება ის შემთხვევაც,თუკი კონსილერი ერთი ტონით ღია აღმოჩნდება. კონსილერების სახეობა, რომელიც უშუალოდ ქუთუთოებისთვისაა შექმნილი და ტონალური კრემებისგან განსხვავებით, ნაოჭების დაფარვის უნარი აქვს. ტონალური კრემი ისედაც დაზიანებულ კანს კიდევ უფრო არათანაბარს ხდის. კონსილერები ერთგვარ საფუძველს ქმნის ჩრდილების დატანისათვის და მის ჩამოყრას აფერხებს.
მიანიჭეთ კანს სირბილე
მას შემდეგ რაც ტონალურ კრემს წაისვამთ სახეზე და თვალების უპეებს კონსილერით დაიმუშავებთ, კანს ბუნებრივი სირბილე უნდა მიანიჭოთ. აიღეთ ფხვიერი პუდრი საშუალო ზომის ფუნჯით და რკალისებური მოძრაობებით დაიტანეთ კანზე.
გამოიყენეთ პუდრი
ბუნებრივი ელფერის პუდრი შეარჩიეთ და ყურის კუთხიდან ლოყის პატარა ორმოებამდე არსებულ უბნებზე წაისვით. თუკი ამ საზღვრებს არ დაიცავთ, მთელ მაკიაჟს გააფუჭებთ და არაბუნებრივ იერს მიიღებთ. პუდრით დამუშავებულ უბნები ფუნჯით დაიმუშავეთ, რათა ფერუმარილის კვალი არ ჩანდეს. ზომიერების დაცვაა საჭირო იმისათვის, რათა მასხარას არ დავემსგავსოთ.
თვალებს სიღრმე მიანიჭეთ
თვალებისათვის შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც ნეიტრალური, ისე ფერადი ჩრდილები. ამ მხრივ მიმდინარე წლის ტენდენციები რაიმე სახის შეზღუდვას არ აწესებს. მეტიც, თამამად შედით მაღაზიაში და მბზინვარე და ბრჭყვიალა გრანულებით გაჯერებული ჩრდილები შეიძინეთ. მთავარია, არ გადააჭარბოთ, რათა თქვენი მაკიაჟი ვულგარული ან მყვირალა არ გახედეს.
თვალების გამომსახველობისათვის ორი ფერი გამოიყენეთ. თავიდან ჩრდილი წარბის ქვეშ ფუნჯის საშუალებით დაიტანეთ, შემდეგ კი ქუთუთოს ნაკეცი თქვენ მიერ მაკიაჟისთვის არჩეული ფერებიდან ყველაზე მუქი ჩრდილით გამოკვეთეთ. ქუთუთოზე ის ფერი დაიტანეთ, რომელიც დომინანტური უნდა იყოს თქვენს მაკიაჟში. არ დაივიწყოთ, რომ თვალების კუთხეებში „ისრების“ მიხატვა მოდური აღარ არის და ამიტომ კანის ეს უბნებიც ტუშის ფუნჯით უნდა დამუშავდეს.
ბუნებრივი წარბები
წარბები ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს. ფორმის კორექტირებისათვის ნუ გამოიყენებთ ფანქარს, ჩრდილებსა და ცვილს. პირიქით – მოუვლელი, ბუნებრივი წარბები (ისეთი, როგორიც სკოლის მოსწავლეებს აქვთ) თქვენს გარეგნობას მოხდენილობას მიანიჭებს.
ტუჩის მბზინავი საცხი
გამოიყენეთ მბზინავი პომადა, რომელიც თქვენს გარეგნობას სინორჩეს შესძენს. უარი თქვით მქრქალ ფერებზე, განსაკუთრებით კი კლასიკურ მუქ ტონალობაზე. წელს ტუჩის მზინავი საცხის ყველა ვარიაცია მოდაშია. ყოველდღიური მაკიაჟისთვის ღია, ნეიტრალური ტონები გამოიყენეთ, წვეულებისთვის კი კენკრისებურ მოტივებს მიმართეთ.
იმისათვის, რათა დღის მაკიაჟს საღამოს სადღესასწაულო იერი მიეცეს, ლუსინე ტუჩის საცხის ფერის შეცვლასა და თვალებისათვის მბზინვარების მინიჭებას გვირჩევს.
ასეთია მაკიაჟის ტენდენციები 2017 წლისათვის, თუმცა არჩევანი თქვენზეა და მხოლოდ თქვენ წყვეტთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ და როგორი მაკიაჟს მიანიჭოთ უპირატესობა!
გამოქვეყნდა: 05.01.2017