"კრემლის თანამზრახველები სამოსში" - უკრაინა სასამართლო სისტემაში კოლაბორაციონიზმს იძიებს
სასამართლო უკრაინაში
უკრაინა აწარმოებს 13 სისხლის სამართლის საქმეს ოკუპანტის მხარეზე გადასული მოსამართლეების წინააღმდეგ.
არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია სასამართლო ხელისუფლების რამდენი წარმომადგენელი გახდა კოლაბორანტი, მაგრამ ჟურნალისტებმა იციან მინიმუმ 500 მოსამართლის შესახებ, რომლებიც 2014 წელს ყირიმისა და დონეცკის, ასევე ლუგანსკის რეგიონების ნაწილის ოკუპაციის შემდეგ რუსეთის მხარესგადავიდნენ.
ჟურნალისტები hromadske-დან – ჩვენი პარტნიორი უკრაინაში – საუბრობენ იმაზე, თუ რა აკავშირებთ ლტოლვილებს და შეუძლია თუ არა უკრაინას, ისინი პასუხისგებაში მისცენ.
________________________
უკრაინის უშიშროების საბჭომ ცოტა ხნის წინ განაცხადა უკრაინელ მოსამართლეებს შორის რუსეთის აგენტების შესახებ. ასეთი ბრალდება წაუყენეს პოლტავას რაიონული სასამართლოს ხელმძღვანელს, ლარისა ბოგომოლოვას.
გამომძიებლების მიხედვით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა ბოგომოლოვა დაიქირავეს სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში, როდესაც ის იყო უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ბერდიანსკის საქალაქო საოლქო სასამართლოს მოსამართლე. რუსების მიერ ქალაქის აღების შემდეგ, მოსამართლემ ნებაყოფბლობით დაიწყო თანამშრომლობა FSB-სთან. კერძოდ, მან ოკუპანტებს გადასცა ინფორმაცია მარიუპოლის დამცველი უკრაინელი სამხედროების ადგილმდებარეობის შესახებ და ასევე მოუწოდა სასამართლოს სხვა თანამშრომლებს მხარი დაუჭირონ რუს ოკუპანტებს და ითანამშრომლონ მათთან.
ზაფხულში მოსამართლე უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა და პოლტავას რაიონულ სასამართლოში სამსახურიც მიიღო – 2022 წლის ნოემბერში სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
სისხლის სამართლის საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული ხარკოვის ოლქის მოსამართლე, ირინა უხანევა არის, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება სახელმწიფო ღალატში სდებს ბრალს.
სრულმასშტაბიანი შემოსვლიდგან ოთხი დღის შემდეგ, უხანევამ შეკრიბა ხარკოვის ოლქში ვოლჩანსკის სასამართლოს აპარატის თანამშრომლები, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა, და დაიწყო მათი დარწმუნება მტრის მხარეს გადასულიყვნენ. მან სტიმულის სახით თანამშრომლებს შესთავაზა 10000 რუბლი (დაახლოებით $125). ქალაქ ვოლჩანსკის გათავისუფლებამდე უხანევა რუსეთში გაიქცა – უკრაინის კანონმდებლობით, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
უკრაინის სასამართლო სისტემის გამჭვირვალობაზე მომუშავე სპეციალიზებული ორგანიზაციების წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ მაგალითზე: როგორც წესი, კოლაბორაციონიზმში მსჯავრდებულ მოსამართლეებს ბექრაუნდნად რუსეთში ბევრი მოგზაურობა აქვთ.
„ჩვენ გვინდა სასამართლო სისტემა გავწმინდოთ არაკეთილსინდისიერი, უღირსი მოსამართლეებისგან. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც მოსამართლეებზე, რომლებიც იღებენ მიზანმიმართულ, კორუმპირებულ გადაწყვეტილებებს, სარგებლობენ თავიანთი უფლებამოსილებით, ასევე მოსამართლეებზე, რომლებიც, ცხადია, თავს არ გრძნობენ უკრაინის მოქალაქეებად, არამედ იყენებენ თავიანთ უფლებამოსილებებსა და შესაძლებლობებს“, – ამბობს ჩიჟიკი.