თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ რეაქციები რუსეთთან ფრენების აღდგენაზე NATO-სთვის შემაშფოთებელი იყო. კოლომინა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეფორმების ტემპთან დაკავშირებითაც. მან ასევე ისაუბრა ე.წ. რუსულ კანონზე და განმარტა, რომ “ეს იყო დემოკრატიული სტანდარტების წინააღმდეგ” კანონი.
რა თქვა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა
რუსეთთან ფრენების აღდგენის შესახებ
“ჩვენი პოზიცია გულისხმობს შეშფოთებას. ჩვენ არ მოგვწონს მოსკოვის გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. შეშფოთება უფრო ეხება იმ რეაგირებას, რომელიც მოვისმინეთ პარლამენტის ზოგიერთი წევრისა და მთავრობის მხრიდან. ეს არის კრიტიკული მომენტი, რომ გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება. ეს არის პრიორიტეტი ყველა ჩვენგანისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის და ეს ქმნის სივრცეს, რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის პოტენციურად თავის არიდებისთვის.
ჩვენ ვლაპარაკობდით თქვენს ხელისუფლებასთან იმ სამუშაოზე, რომელიც ხორციელდება, რომ არ მოხდეს სანქციების თავიდან არიდება. ძალიან კარგი სამუშაო ჩატარდა მრავალი ასპექტით, მაგრამ ეს გახლავთ ის რეაქცია, რასაც ვხედავ. ყოველ შემთხვევაში, ჩრდილს აყენებს იმას, რასაც ჰქვია რუსეთის პოტენციალს, რომ იპოვოს სივრცე აქ, რათა სანქციებს აარიდოს თავი. ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ ეს არ უნდა მოხდეს და მოვუწოდებ თქვენს ხელისუფლებას, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს, რომ თავიდან იქნას არიდებული აღნიშნული პერსპექტივა.”
“არის, ასევე, შეშფოთება რეფორმების დონეზე, რიტმზე, მის შინაარსზე, როგორც უკვე ვახსენე უცხოური აგენტების კანონი, გადაწყვეტილებების მიღებებზე, რეაქციებზე, რომელსაც ვხედავდით ბოლო დღეებში, მას შემდეგ, რაც ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო მიღებული რუსეთის მხრიდან აღდგენილიყო ფრენები – რეაქცია, რომელსაც ჩვენ ვხედავდით, ესეც შეშფოთებას წარმოადგენს ჩვენთვის.”
“ჩვენ ვწყვეტთ ჯერ კიდევ, თუ როგორ ჩატარდება სამიტი, ჩვენ ველით, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, ეს ძალზედ სავარაუდოა.
მადრიდში მონაწილეობდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი – ახლა კითხვა ისმის, ვინ დაესწრება სამიტს, ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოს მიმართ და ვიქნებით ერთგულები იმის მიუხედავად, ვინ დაესწრება სამიტს და ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება.
მე მინდა, რომ საქართველოს შესაბამისი წარმომადგენლობა ჰყავდეს, მას შემდეგ, რაც მადრიდში მივიღეთ გადაწყვეტილება და გვინდა, შევაფასოთ, როგორ ხორციელდება ეს გადაწყვეტილებები.”
“მარტში იმყოფებოდა ბრიუსელში მინისტრი დარჩიაშვილი და აპრილში პრემიერმინისტრი. მეც ვიღებდი მონაწილეობას ამ შეხვედრაში. ასევე, ჩვენი შეშფოთება გავაჟღერე, რომელიც რეფორმების რიტმთან დაკავშირებით, მათ შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, ზოგიერთი რეფორმის შინაარსობრივ მხარესთან გვაქვს შეშფოთება, რომელიც გადმოვეცით, ძალიან ნათლად გავაჟღერე. მაგალითად, უცხოელი აგენტების კანონი და მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული კანონის გაუქმება მოხდა. ჩვენი აზრით, ეს იყო დემოკრატიული სტანდარტების წინააღმდეგ კანონი. ისეთი, რომელიც პარტნიორებს, ჩვენს პარტნიორებს, დემოკრატიულ პარტნიორებს, როგორც საქართველო, უნდა გააჩნდეთ.”