ირანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ დრონით თავდასხმა განახორციელა
5 მარტს ირანმააზერბაიჯანის წინააღმდეგ დრონით თავდასხმა განახორციელა, რომლის სამიზნეც ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის საერთაშორისო აეროპორტი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანიდან გაშვებული დრონი აეროპორტის შენობას შეეჯახა და აფეთქდა.
#JUSTIN: One of the drones launched by #Iran hit one of the terminals at #Nakhchivan#Airport, while several other drones fell in different locations.
რამდენიმე პროსამთავრობო მედიასაშუალება აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ვკითხულობთ: “მიუხედავად აზერბაიჯანის მიერ ირანის მიმართ გამოვლენილი კეთილმეზობლური ურთიერთობებისა, მოლების რეჟიმმა თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა უარი თქვა თავისი ტერიტორიის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყენებაზე, თუმცა ირანი მას თავს დაესხა“.
თავდასხმის შემდეგ აეროპორტის მახლობლად მდებარე სკოლები ევაკუირებულია.
“აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ირანის ელჩი მოჯტაბა დემირჩილუ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ერთი დღით ადრე, 4 მარტს, თურქეთის მიმართულებით ირანული ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჰათაის პროვინციის დორტიოლის რაიონში, გამანადგურებელი რაკეტის ნარჩენები ჩამოვარდა.
ეს ინციდენტი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც თურქეთი, ნატოს წევრი და ირანის მეზობელი, პირდაპირ ჩაერთო რეგიონულ კონფლიქტში. ანკარამ განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას, უპასუხოს მტრულ ქმედებებს და მოუწოდა მხარეებს, თავი აარიდონ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს.
ამასთან, Middle East Eye-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანს შეუძლია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიიდან იწყება.