ბაიბა ბრაჟე: ევროკავშირს არ უნდა ქართველი ხალხის დასჯა
გაზიარება
გაზიარება
ინტერვიუ ბაიბა ბრაჟესთან
“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ლატვიის პირველ დიპლომატს, ბაიბა ბრაჟეს ესაუბრა. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირს არ სურს ქართველი ხალხის დასჯა და ეს სანქციები არის კონკრეტული ქმედებების, კონკრეტული ადამიანების და ხელისუფლების მიმართ.
ბაიბა ბრაჟე: “მიზანი არ არის ვინმეზე სანქციის დაწესება, მიზანია დაჯილდოება ევროპული ინტეგრაციისთვის, რაც ახლა არ არის. საქართველოს ჰქონდა ყველა პერსპექტივა, რაც ქართველ ხალხს სურს, რაც სავარაუდოდ ხელისუფლებას უნდა სურდეს, მაგრამ ქმედებები საწინააღმდეგოს აჩვენებს: ოპოზიციის ლიდერების დაკავებები, მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეთა დაკავებები ქუჩებში, კანონმდებლობის შეცვლა რაც ზღუდავს საბაზისო უფლებებს და თავისუფლებას, ეს არ არის ევროპული ქცევა, ეს არ არის პრინციპები ევროპული მომავლისთვის, ამიტომაც ჯილდოს ნაცვლად, მიღებულია საკმაოდ მკაფიო გადაწყვეტილებები როგორც ევროკავშირში, ასევე ეროვნულ დონეზე რათა ვაჩვენოთ ხელისუფლებას რომ, ეს არ არის ევროპული ქცევა.
ეს ნაბიჯები არ არის მიმართული ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის კონკრეტული ქმედებების, კონკრეტული ადამიანების და ხელისუფლების მიმართ – უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის შეჩერებულია და ეს მკაფიო სიგნალია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უფრო გაღრმავებას ამ ნაბიჯების.
იყო შემოთავაზება კონკრეტული ინდივიდების, გადაწყვეტილებების მიმღები პირების სანქციების სიაში შეყვანის, მათი ანგარიშების გაყინვის, კიდევ სხვა შეზღუდვების ევროკავშირში. ორგანიზაციის ერთმა წევრმა უარი თქვა ამაზე და მეორემ ამას მხარი არ დაუჭირა – კარგად იცით ეს ქვეყნები – თქვენთან ახლოა (უნგრეთი და სლოვაკეთი).
ეს არ გამოვიდა, პასუხი არის არა გავჩერდით, არამედ ვფიქრობთ როგორ გავაუმჯობესოდ ეს გადაწყვეტილებები. ეროვნულ დონეზე ჩვენ საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებები მივიღეთ და “პერსონა ნონ გრანტას” სიაში შევიყვანეთ ადამიანები, რაც ნიშნავს რომ ისინი ლატვიაში ვერ შემოვლენ. ბალტიის სხვა ქვეყნებმაც და კიდევ სხვებმა გააკეთეს იგივე.
(ასოცირებასთან დაკავშირებით) უნდა ვნახოთ კონკრეტული მუხლები ასოცირების ხელშეკრულების და როგორ ესადაგება ქვეყნის ქცევა ამ შეთანხმებას, ამას არა წევრი ქვეყნები, არამედ კომისია და სათანადო სამსახურები აფასებს, და თუკი იქნა ამგვარი შეფასება, ეს ხდება საფუძველი წევრი ქვეყნებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად ან პირიქით.
არ მინდა სპეკულაცია ახლა, ჩვენ ძალიან სერიოზულად მოვითხოვთ რაღაც მაგდაგვარს, რადგან ვხედავთ ხელისუფლების ქცევას, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ხალხის დასჯა. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მე არ შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რაც დახურულ კარს მიღმა ხდება.”