როგორ ფიქრობთ, რას ნახავთ ამ ვიდეორგოლში? ახალგაზრდა აქტვისტების მიტინგს? არა, უბრალოდ ახალგაზრდობამ გადაწყვიტა, ზაფხული რაღაც “ფლეშმობის” მსგავსით გაეცილებინა, და ბაქოს ცენტალურ ქუჩებში ეწუწავა.
ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს ადგილობრივი პოლიციის არაჯანსაღი ინტერესი ადამიანების შეკრების მიმართ და ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 150-ზე მეტი ადამიანი მოვიდა.
მამაცმა სამართალდამცავებმა დემონსტრანტებს არასანქცირებული ღონისძიების გამართვის საშუალება არ მისცეს. კანონდამრღვევები აქეთ-იქით გაიფანტნენ და იმის ნაცვლად, რომ “წყლის ბრძოლა” გაემართათ, ადრენალინის მძლავრი დოზა მიიღეს.
ორგანიზატორები პოლიციის მეცხრე განყოფილებაში მივიდნენ, განმარტეს, რომ სახიფათო აქტივობები არ ჰქონდათ დაგეგმილი, სამახსოვრო სელფიები გადაიღეს და სახლებში წავიდნენ.
ამის შემდეგ ორგანიზატორები ფეისბუკის ჯგუფში ახალი აქციის დანიშვნას ცდილობდნენ. ეს ღონისძიება მეტროსადგურ “საჰილის” წინ მდებარე პატარა ბაღში დილით უნდა გამართულიყო. ორგანიზატორების განმარტებით, ეს ადგილი იმიტომ შეირჩა, რომ დილით იქ ცოტა პოლიციელი დგას ხოლმე. მაგრამ პოლიციელებთან შეხვედრა აღარავის სურდა. განმეორებით აქციაზე მხოლოდ 15 ადამიანი მივიდა.