თბილისელი ფოტოგრაფის სერია "ჩემი საბჭოთა ცხოვრებიდან". ამბავი მესამე
თბილისელი ფოტოგრაფის სერია “ჩემი საბჭოთა ცხოვრებიდან”. ამბავი მესამე
პროლეტარების ერთ-ერთი ბოლო დღესასწაულის (რომელიც საქართველოში აღინიშნებოდა) დროს ახალგაზრდულ გაზეთში ვმუშაობდი. ამ ღონისძიების გაშუქება დამავალეს.
ეს მოსაწყენი დღესასწაულები, რომლებიც ბავშვობიდან ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო, და რომლებიც მხოლოდ ბავშვობაში გვახარებდა, ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებდა და ეს გადაღება ჩემში განსაკუთრებულ ენთუზიაზმს არ იწვევდა.
და მიუხედავად ამისა, წინა დღეს პრესის საშვი მივიღე და დილიდანვე დავიკავე პოზიცია რესპუბლიკის მოედანზე.
ვერ ვიტყვი, რომ მოვიწყინე. ჯარების აღლუმი და მშრომელთა დემონსტრაცია საკმაოდ დინამიკური მოვლენებია. მას შემდეგ, რაც თბილისის გარნიზონის ჯარმა ჩაიარა, მოედანი დაცარიელდა და მის კიდეში მშრომელთა პირველი კოლონის ფორმირება დაიწყო.
უცებ გონება გამინათდა. ნანახის აზრს ჯერ კიდევ ვერ ჩავწვდი ბოლომდე, მაგრამ ვხვდებოდი, რომ რაღაც უკანონოს ვაკეთებდი. მოედნის შუაში გავედი და იმ პატარა ადამიანების გადაღება დავიწყე, რომელთაც დიდი ასო-ნიშნები ეჭირათ. და ამ ასო-ნიშნებით აბსოლუტურად არარეალურ მტკიცება გამოდიოდა.
ყველა ხვდებოდა, რომ კომუნიზმი არასდროს გაიმარჯვებდა, მაგრამ ინერციით კომუნისტური ლოზუნგები მაინც აუცილებელ დამატებად აღიქმებოდა. თუმცა, ამ ლოზუნგების შესრულება აუცილებელი არ იყო.
მოედნის შუაგულში ვიდექი, ყველას თვალწინ და უცებ შიშმა ამიტანა. სიტუაციის ანეკდოტურობა იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ დარწმუნებული ვიყავი, ვინმე მომიახლოვდებოდა, იდაყვზე წამავლებდა ხელს და მეტყოდა: “აბა, რას იღებ, ჩვენო ძვირფასო მეგობარო?”
მაგრამ, როგორც ჩანს, მდგომარეობის კომიკურობა მხოლოდ მე მეცა თვალში. ჩემთან არავინ მოსულა.
წარმატებით დავასრულე გადაღება, მაგრამ საბჭოური შიდა ცენზურა (რომლისგან თავის დაღწევასაც დიდი ხანი მოვანდომე) იმდენად ღრმად მქონდა გამჯდარი, რომ ეს ფირი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ დავბეჭდე.
გამოქვეყნდა: 06.07.2016