დასავლელი აკადემიკოსები ირაკლი კობახიძეს მოუწოდებენ, გადახედოს განათლების რეფორმას
განათლების რეფორმა
წამყვანი დასავლელი აკადემიკოსები და პროფესორები ირაკლი კობახიძეს მოუწოდებენ, შეაჩეროს და გადაიფიქროს უმაღლესი განათლების რეფორმის გატარება, ვინაიდან კანონში შეტანილი ცვლილებები, მათი თქმით, მხოლოდ გააუარესებს საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პრობლემებს.
წერილში პროფესორები აღნიშნავენ, რომ ამ რეფორმით განათლების სისტემა არათუ გაუმჯობესდება, არამედ პირიქით – გაზრდის ხელისუფლების კონტროლს უმაღლეს საგანმანათლებლო სექტორზე.
ისინი ასევე საუბრობენ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მიუთითებენ კობახიძეს, რომ მათი მთავრობის რეფორმები ამ პრობლემებიდან ვერცერთს ვერ გადაჭრის.
რას წერია წერილში
“ჩვენ ვეთანხმებით, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში დიდი ხანია პრობლემებია:
- უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებს არასაკმარისი რესურსები აქვთ (2025 წელს საქართველოს მთავრობის დანახარჯები უმაღლეს განათლებაზე მშპ-ის 0.3%-ს შეადგენდა).
- პროფესორ მასწავლებლების ანაზღაურება დაბალია. ისინი ორ-სამ სამსახურში მუშაობენ ოჯახის გამოსაკვებად.
- მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევითი და სამეცნიერო ლაბორატორიები პრაქტიკულად არ არსებობს.
- და ყოველ წელს კურსდამთავრებულთა უმუშევრობა უცხოეთში მიგრანტების მასობრივ გადინებას ხელს უწყობს.
უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფციაში თქვენ მიერვე შემოთავაზებული ზომები ამ პრობლემიდან ვერც ერთს ვერ გადაჭრის. პირიქით, ის გაზრდის ხელისუფლების კონტროლს უმაღლეს საგანმანათლებლო სექტორზე. მართვა გადაეცემათ რექტორებსა და ადმინისტრატორებს, რომლებიც მთავრობის მიმართ იქნებიან ვალდებულნი. უნივერსიტეტის ავტონომია და მასთან ერთად აკადემიური პერსონალის კონტროლი აკადემიურ პროგრამებსა და სასწავლო გეგმებზე საგრძნობლად შესუსტდება.
უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფციაში თქვენ მიერე შემოთავაზებული ზომები ამ პრობლემიდან ვერცრთს გადაჭრის. პირიქით, ის გაზრდის ხელოსუფლების კონტროლს უმაღლეს საგანმანათლებლო სექტორზე. მართვა გადაეცემათ რექტორებსა და ადმინისტრატორებს, რომლებიც მთავრობის მიმართ იქნებიან ვალდებულნი. უნივერსიტეტის ავტონომია და მასთან ერთად აკადემიური პერსონალის კონტროლი აკადემიურ პროგრამებსა და სასწავლო გეგმებზე საგრძნობლად შესუსტდება.
უნივერსიტეტების ბიუჯეტები კიდევ უფრო შემცირდება, ხოლო რეორგანიზაციის ფარგლებში განსხვავებული აზრის მქონე პროფესორ-მასწავლებლების ჩამოშორება უფრო ადვილი გახდება.
ეს “რეფორმა” დახურავს საქართველოში ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის ღია დარჩენილ ბოლო სფეროს. გამართულად მოქმედი უნივერსიტეტების სისტემა, რომელიც მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას, თვითმმართველობას, აკადემიურ თავისუფლებას, სათანადოდ დაფინანსებულ კვლევით შესაძლებლობებსა და საერთაშორისო გაცვლებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ეკონომიკის ზრდისთვის.
ჩვენ ვართ საერთაშორისო მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. შეშფოთებულნი ვართ თქვენი მთავრობის მიერ გატარებული სხვა ზომებითაც, რომლებმაც გამოიწვია პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დაპატიმრება საკუთარი უფლებების მშვიდობიანი დაცვის გამო.
თქვენ მიერ შემოთავაზებული ეროვნული რეფორმის კონცეფცია უმაღლესი განათლებისთვის არა მხოლოდ გააბათილებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს, არამედ შეზღუდავს თქვენი მოქალაქეების პერსპექტივებს. იმ მოქალაქეების, რომელთა წარმომადგენლადაც თქვენ აგირჩიეს.
უმაღლესი განათლება სახელმწიფოს აძლევს ჩართულ მოქალაქეებსა და პროფესიონალებს, რომლებიც მუშა ხალხთან ერთად უზრუნველყოფენ ქვეყნის გადარჩენასა და კეთილდღეობას სულ უფრო კონკურენტულ გლობალურ გარემოში.
უმაღლესი განათლება სახელმწიფოს აძლევს ჩართულ მოქალაქეებსა და პროფესიონალებს, რომლებიც მუშა ხალხთან ერთად უზრუნველყოფენ ქვეყნის გადარჩენასა და კეთილდღეობას სულ უფრო კონკურენტულ გლობალურ წესრიგში. მოვუწოდებთ მთავრობას, თავიდან გადახედოს ამ საგანმანათლებლო თვალსაზრისით საზიანო წინადადებას და ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა შეიქმნას რეალური რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე მათი შვილების ცხოვრებას.”- ნათქვამია წერილში, რომელსაც 65 პროფესორი აწერს ხელს.
“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს დაგეგმილი განათლების რეფორმების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლანდელი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ “ამბიციური მიზანი”, რომ საქართველოშიც იმავენაირი განათლება მიიღონ სტუდენტებმა, როგორც უცხოეთში.
ექსპერტები დაანონსებულ რეფორმას განათლების სფეროში რეპრესიულ ცვლილებად აფასებენ.
განათლების ახალ რეფორმაზე უფრო ვრცლად, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.