კომპანია Gallup-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, NATO-ს საფრთხედ საქართველოში გამოკითხულთა მხოლოდ 8% მიიჩნევს, 37% კი ფიქრობს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ქვეყნის დაცვასთან ასოცირდება.
გამოკითხული 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან საქართველოში NATO-ს მიამრთ კეთილგანწყობა ყველაზე მაღალია.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საფრთხედ ყველაზე მეტად რუსეთში აღიქვამენ. გამოკითხული რუსეთის მოქალქეების 67 %-სთვის NATO საფრთხესთან, ხოლო 3%-სთის ქვეყნის დაცვასთან ასოცირდება.
რაც შეეხება უკრაინას, ამ ქვეყანაში გამოკითხულთა მხოლოდ 29 % ფიქრობს,რომ NATO ქვეყნის დაცავსთან ასოცირდება, უფრო მეტი კი – 35 %, ალიანსს საფრთხედ აღიქვამს.
კიდევ უფრო ნაკლებია NATO-ს მხარდაჭერა მოლდოვაში – აქ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ქვეყნის დაცვასთან მხოლოდ 16 პროცენტისთვის ასოცირდება, ხოლო საფრთესთან – 27 პროცენტისთვის.
კვლევის შედეგების მიხედვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში NATO-ს მიმართ ყველაზე ნაკლები კეთილგანწყობაა რუსეთში (3%). ბელარუსში (3%) და სომხეთში (8%).
კვლევითი ორგანიზაცია Gallup-ის კვლევა 11 თებერვალს გამოქვეყნდა. კვლევაში თითოეულ ქვეყანაში ტელეფონის საშუალებით 2 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.