"ეს ჩვენი გულგრილობის შედეგია" - აფხაზეთში ეროვნულ გალერეაში ხანძრისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო შეკრება გაიმართა
ხანძარი აფხაზეთში გალერეაში
სოხუმში ეროვნულ სამხატვრო გალერეაში მომხდარი ხანძრის გამო სამგლოვიარო შეკრება გაიმართა.
21 იანვრის ღამეს აფხაზეთში ეროვნული სამხატვრო გალერეა მთლიანად დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. ხანძარმა გაანადგურა ცნობილი აფხაზი მხატვრების, ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას, ვარვარა ბუბნოვას, მარინა ეშბას, ვალერი გამგიას და სხვათა 4 ათასზე მეტი ნამუშევარი, მხოლოდ 200 ნახატი გადარჩა. აფხაზეთში ეს ეროვნულ ტრაგედიად აღიქვეს.
აქცია პირველი აფხაზი პროფესიონალი მხატვრის, ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას ძეგლთან გაიმართა. მას ძირითადად ესწრებოდნენ ისინი, ვინც დღემდე ვერ უძლებს დანაკარგის სიმწარეს: აფხაზეთის კულტურის მოღვაწეები, საზოგადოების, შემოქმედებითი და მეცნიერული ინტელიგენციის წარმომადგენლები. ბევრი ამბობდა, რომ ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას ძეგლთან ისე მივიდნენ, თითქოს პანაშვიდზე მიდიოდნენ.
მაღალი თანამდებობის პირებიდან შეხვედრას მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ესწრებოდა.
ეროვნული სამხატვრო გალერეის დირექტორმა სურამ საკანიამ ცრემლები ძლივს შეიკავა, მომხდარის გამო ყველას ბოდიში მოუხადა და საკუთარ თავს 21 იანვრის ტრაგედიის ერთ-ერთ დამნაშავედ უწოდა.
”მეც დამნაშავე ვარ. რატომ ვერ მოვახერხე ადრე აქციების ორგანიზება? რატომ არ ვიყვირე ამის შესახებ? ახლა ჩაჩბა-შერვაშიძის ნახატებს ვეღარ დავიბრუნებთ. ჩვენ ვერ შევქმენით მისი სახელელობის მუზეუმი, სადაც მისი ნამუშევრები იქნებოდა დაცული“, – განაცხადა საკანიამ.
- აფხაზეთში ეროვნული სამხატვრო გალერეა მთლიანად დაიწვა
- აფხაზეთში პოპულარულია ცეკვა, ენა და მშვილდოსნობა – აქ ნაციონალურ ჰობის ეძებენ
მხატვარ ნოდარ ცვიჟბას თქმით, ახალგაზრდა აფხაზი მხატვრები შერვაშიძე-ჩაჩბას ნამუშევრებზე აღიზარდნენ, ახლა კი მისგან მხოლოდ ფერფლი დარჩა.
კულტურის დამსახურებული მოღვაწე ნური კვარჩია სამართლიანი გამოძიების შესახებ იმედოვნებს. მან მოუწოდა ხელისუფლებას მოქმედებისკენ, რათა გადაარჩინონ ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამ მიზნით კვარჩიამ მთავრობას შესთავაზა შექმნას ფონდი, სადაც მზად არის გადარიცხოს წლიური ხელფასი.
უფლებადამცველმა ასიდა შაკრილმა 21 იანვრის ღამეს მომხდარს სამარცხვინო ფაქტი უწოდა:
„სირცხვილია, რომ ეს ჩვენს დროში მოხდა. რაც მოხდა ჩვენი გულგრილობის, უპასუხისმგებლობისა და ჩვენი კულტურის, ისტორიისა და მეხსიერებისადმი ჩვენი დამოკიდებულების შედეგია.
მე აქ მოვედი, რომ ბოდიში მოვუხადო ხალხს, რომ ვერ შევინარჩუნე დიდი ხელოვანის მემკვიდრეობა, რომელიც მან დაგვიტოვა. მომავალ თაობას მინდა ვუთხრა: გვაპატიეთ ასეთი გულგრილები და უპასუხისმგებლობა.”
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო