ერთი პარტიის დღესასწაული
პირველ ნოემბერს აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მმართველი პარტიის “იენი აზერბაიჯანის” ყველა ძირითადი კონკურენტი განეიტრალებულია: პოლიტიკურმა ბლოკებმა და წამყვანმა ოპოზიციურმა ძალებმა უკვე უარი თქვეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის პარლამენტში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაშიც ვერ გავიგონებთ ალტერნატიულ მოსაზრებებს.
თუმცა, აზერბაიჯანი შეჩვეულია ასეთ მდგომარეობას. “იენი აზერბაიჯანი” 1995 წლიდან ყველა საპარლამენტო არჩევნების უცვლელი გამარჯვებულია. ბუნებრივია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები და ოპოზიცია ამ გამაოგნებელ წარმატებას სკეპტიკურად უყურებენ. თუმცა, როგორც ჩანს, “იენი აზერბაიჯანმა” იცის, რა დაუპირისპიროს ამ სკეფსისს. მიმდინარე არჩევნებზე ეს ყოვლისშემძლე პარტია არა მხოლოდ კონკურენტების, არამედ, შეიძლება ითქვას, დამკვირვებლების გარეშეც ხვდება.
კონკურენტების გარეშე
არჩევნებს ყველაზე ადრე ბოიკოტი გამოუცხადა პარტია “აზერბაიჯანის ეროვნულმა ფრონტმა” და ეს გადაწყვეტილება არახელსაყრელი პოლიტიკური გარემოს არსებობით ახსნა. ამის შემდეგ ბოიკოტს შეუერთდნენ ახალგაზრდული მოძრაობა სახელწოდებით N!DA და აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტია. მოძრაობას REAL ( ალტერნატიული რესპუბლიკური მოძრაობა) ჯერ არ უთქვამს უარი, მაგრამ წინასწარ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, არჩევნების შედეგებს არ ცნობს.
პარტია “მუსავათმაც” კი, რომელიც სულ ახლახან ამტკიცებდა, რომ ბოიკოტი არაეფექტურია, უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. თუმცა, თავიდან დარეგისტრირდა არჩევნებზე. “მუსავათი” რომელიც მმართველი პარტიის მთავარ მოწინააღმდეგედ ითვლება, მას შემდეგ შეუერთდა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების რიცხვს, რაც საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა ამ პარტიის ბევრი წევრის კანდიდატებად დამტკიცებაზე. ყველა ამ უარს “იენი მუსავათი” უსაფუძვლოდ მიიჩნევს. კიდევ ერთი მიზეზი კი ისაა, რომ აღმოჩენილია დადასტურებული ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები, რომლებიც, სავარაუდოდ, მზად იყვნენ, ოპოზიციური პარტიებითვის დაეჭირათ მხარი. პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბოიკოტის ერთ-ერთი მიზეზია ეუთოს მხრიდან თავისი დელეგაციის გაწვევა.
ნაკლები მოწმე
ეუთო აზერბაიჯანში გასამართი არჩევნების მონიტორინგს გეგმავდა. უნდა ჩამოსულიყო მისია, რომელშიც 30 მუდმივი და 350 დროებითი დამკვირვებელი შედის, მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მხოლოდ 6 მუდმივი და 125 დროებითი დამკვირვებლის მიღებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანი მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ბიურომ ამ შეზღუდვების საპასუხოდ გადაწყვიტა, უკან გაეწვია დამკვირვებელთა მისია.
საბედნიეროდ, აზერბაიჯანში არჩევნები დამკვირვებლების გარეშე ჯერჯერობით არ ტარდება. ამჯერად 27 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება პროცესებს. ამას გარდა, პროცესშო ისრაელის, საქართველოს, შუა აზიის ქვეყნებისა და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებიც ჩაერთვებიან.