დონეცკი–თბილისი: ახალი სავაჭრო "კავშირები“ ოკუპირებული ტერიტორიდან?
დონეცკი–თბილისი
19 მარტს რუსულმა და აფხაზურმა სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქვანახშირისა და ლითონის ექსპორტის შესახებ.
დონეცკის ე.წ. პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ჩერტკოვის განცხადებით, ხელშეკრულება საქართველოს კომპანიასთან, George Oil Limited-თან უკვე ოფიციალურად მოქმედებს. რუსული სააგენტოების ცნობით, ეს კომპანია რეგულარულად მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში და აწვდის საწვავს სამთავრობო უწყებებს.
“ჯორჯ ოილ ლიმიტედი“ ქართული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია საერთაშორისო ვაჭრობაში, მათ შორის ენერგეტიკაში. 2025 წლის აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე კომპანიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს მრეწველებისა და მეწარმეების საერთაშორისო კონგრესთან, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ მიწოდებას რუსეთის შორეული აღმოსავლეთის კომპანიებთან.
“კომპანია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და რეგულარულად იგებს ტენდერებს სამთავრობო უწყებებისთვის საწვავის მიწოდების მიზნით.”
George Oil-ის ხელმძღვანელის კომენტარი
კომპანიის ხელმძღვანელმა ვალერიანე ქოჩიაშვილმა “რადიო თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბარში თქვა, რომ წინადადებების კონკრეტულ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს, პროდუქციები მუდმივად გაიყიდება საქართველოში და ეს ე.წ. დნრ-ის ეკონომიკურ პოზიციას გააძლიერებს. ქოჩიაშვილის თქმით, მან ბიზნესკავშირების დამყარება დონეცკთან საკუთარი ინიციატივით რამდენიმე დღეში შეძლო.
“უნდა დავამყაროთ კავშირები რაც შეიძლება სწრაფად, რომ დამთავრდეს ეს ‘ვაკხანალაია’. იქ არის ქვანახშირი, რუსებმა წაართვეს უკრაინელებს, და მე მინდა რუსეთთან დავამყარო კავშირი. ჯერ ერთი ხელშეკრულება გავაფორმეთ, მერე ვნახოთ ხორბალიც, მზესუმზირაც, მარილიც“, – უთხრა ქოჩიაშვილმა “რადიო თავისუფლებას”.
ვინ არის ქოჩიაშვილი
ვალერიანე ქოჩიაშვილი ყოფილი სამხედროა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება 2025 წელს მიიპყრო ბათუმში გერმანიის ელჩისა და მისი ცოლის შეურაცხყოფით. ჯორჯ ოილის გარდა, ქოჩიაშვილი ფლობს კიდევ რამდენიმე კომპანიას. მისი პარტნიორი ამირან სურმანიძე რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს, მაგრამ ბიზნესში უშუალოდ არ ჩანს.
სანქციებისა და ექსპორტის კონტექსტი
ღია წყაროების მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასიდან ქვანახშირი ექსპორტზე გადის რუსულ პროდუქტად ფორმირებული დოკუმენტებით, ძირითადი დანიშნულების ბაზრები კი ჩინეთი (40%), ინდოეთი (19%) და თურქეთია (11%). როგორც ქვანახშირი, ისე მეტალები უკრაინული ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯერ რუსეთში გადის რკინიგზით, შემდეგ კი საზღვაო გზით ექსპორტზე.
რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება ძირითადად ახორციელებს ამ სქემებს სანქციების გვერდის ავლის მიზნით. გამოძიებებით დადგენილია, რომ თურქეთში რუსული ქვანახშირით ვაჭრობაში ჩართული იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის კომპანია “ენერგორესურსი“, რომელიც 2023–2024 წლებში რუსეთიდან 500 000 ტონაზე მეტ ქვანახშირს ყიდდა.
ვალერიანე ქოჩიაშვილის აქტივობა
მისი ტიკ-ტოკ არხის მარტის ვიდეოებიდან ჩანს, რომ ქოჩიაშვილი ამ პერიოდში არა მხოლოდ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, არამედ რუსულ როსტოვსაც სტუმრობდა, რაც მეტყველებს ფართო კავშირზე სავაჭრო და ლოჯისტიკურ ქსელებთან.