აზერბაიჯანის ყველა კერძო სასწავლებელში არსებობს ე.წ. ‘რუსული სექტორი’ – ანუ ჯგუფები, რომლებიც რუსულად სწავლობენ. ასე რომ, თუ გსურთ, განათლება რუსულ ენაზე მიიღოთ, პრობლემა არ არის. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მოგიწევთ, ჩააბაროთ აზერბაიჯანული ენის ცოდნის შესამოწმებელი გამოცდა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების დაწყებამდე, დამოუკიდებლად იმართება ხოლმე.
ეს გამოცდა არასდროს ყოფილა რთული – ეს არც IELTS-ია, და არც TOEFL. გასულ წლებში 20 შეკითხვიდან 7-ისთვის უნდა გაგეცა სწორი პასუხი, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვალათ. წელს 20 შეკითხვიდან, სულ ცოტა, 15-ს მაინც უნდა გაეცეს სწორი პასუხი. სამაგიეროდ, გამოცდას ამჯერად ‘მეორე ტური’ აქვს, რომელიც პირველ მაისს და 12 ივნისს ტარდება.
ასეა თუ ისე, რუსულენოვანი ბაქოელებისთვის ეს დღე მღელვარებასთანაა დაკავშირებული, რადგან ბაქოში ჯერ კიდევ ძალიან დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სახელმწიფო ენის გარეშეც ადვილად ახერხებენ ცხოვრებას და ეს ხელშეუხებელ უფლებად მიაჩნიათ. ყოველ წელს, გამოცდის შემდეგ სოციალურ ქსელებში აუცილებლად ნახავთ ერთი-ორ კომენტარს რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, და წააწყდებით ასეთ თეორიასაც – ‘ეროვნული ნიშნით გამორჩევა’. უეჭველად შეგხვდებათ ასეთი კომენტარიც ‘საერთოდ რად უნდა პროგრამისტს აზერბაიჯანულის ცოდნა?’
რუსულენოვან ბაქოელებს ვკითხეთ, რამდენად კარგად ფლობენ სახელმწიფო ენას, და თუ – არა, უშლით თუ არა ეს ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში; რთული იყო თუ არა წლევანდელი გამოცდა და საერთოდ თუ არის საჭირო?
თუმცა, გამოცდის სიმარტივეზე მეტყველებს ის, რომ ჩაჭრილი ვერავინ ვნახეთ.