ეუთო-ში დიდი ბრიტანეთის ელჩი: მოვუწოდებთ საქართველოს აღადგინოს სასამართლო დამოუკიდებლობა
გაზიარება
გაზიარება
დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადება
ვენაში გამართულ ეუთოს მუდმივ საბჭოზე დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ნილ ჰოლანდმა, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, აღადგინოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები.
როგორც ჰოლანდმა აღნიშნა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები რეგიონული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და ყველა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა.
ელჩმა სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრისას მხოლოდ სამი ქვეყანა, რუსეთი, ბელარუსი და საქართველო ახსენა.
ნეილ ჰოლანდი: “გაერთიანებული სამეფო საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მრავალფეროვანია და რუსეთის მხრიდან არსებული ჰიბრიდული გამოწვევების ფონზე, ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად.
ჩვენ არასოდეს შეწყვეტს მოწოდებებს, რომ რუსეთმა დატოვოს უკანონოდ დაკავებული ქართული მიწა და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვუჭერთ მხარს საქართველოს, რომელიც მთელი რიგი ჰიბრიდული გამოწვევების წინაშე დგას.
ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ეს მისწრაფებები საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული. ბოლო კვირებში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა დაგვანახა, რომ ეს მისწრაფებები არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. სწორედ ამიტომ, ძალიან შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, ხალხის ასეთი ძლიერი პროტესტის მიუხედავად.
გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, გააუქმოს კანონები, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და გაათავისუფლოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით დაკავებული პირები
გაერთიანებული სამეფოს პოზიცია ცალსახაა: მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. ეს კანონმდებლობა არ შეესაბამება ნატო-ს ასპირანტი სახელმწიფოს ღირებულებებს.
ჩვენი სურვილია ვნახოთ წარმატებული, სუვერენული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც განაგრძობს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესს და რეფორმებს. ჩვენც და სხვა პარტნიორებმაც არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს კანონი ამ მიზნის აბსოლუტურად საპირისპიროდ დგას.”