ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ჟურნალისტმა და ოპოზიციური პარტიის “გაერთიანებული ოსეთის” წევრმა, ალექსანდრ ქელეხსაევმა თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა ის სცემეს და გაიტაცეს ფეისბუქზე დაწერილი ირონიული კომენტარის გამო, რომელიც კომუნალური გადასახადების გაზრდას ეხებოდა.
შედეგად, ქელეხსაევი ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის კაბინეტში აღმოჩნდა, რომელმაც მასთან “საგანმანათლებლო საუბარი“ გამართა.
რას ამბობს მსხვერპლი
1 იანვრიდან ცხინვალის ე.წ. მთავრობამ კომუნალური ტარიფები გაზარდა და ალექსანდრ ქელეხსაევი ამ გადაწყვეტილებას თავის პოსტში საბჭოთა სიმღერისა და კლასიკური რუსული ლიტერატურის სტრიქონებით გამოეხმაურა.
ამის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა:
პოსტის გამოქვეყნებიდან ნახევარ საათში მის სახლში სახელმწიფო უშიშროების ორი თანამშრომელი გამოცხადდა და ქელეხსაევს კითხვებზე პასუხის გასაცემად წაყოლა მოსთხოვეს. როდესაც ქელეხსაევმა უარი თქვა, ის იძულებით ჩასვეს მანქანაში და პირდაპირ პრეზიდენტ გაგლოევის კაბინეტში მიიყვანეს.
ქელეხსაევი ამბობს, რომ ე.წ. პრეზიდენტმა თანამდებობაზე უკმაყოფილება გამოხატა, თუმცა თავის კონტროლი სცადა და მას პატივისცემით ესაუბრებოდა.
„გაგლოევი ჩიოდა, რომ მის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი მიმდინარეობდა. რომ უკვე დაიღალა ამით… ვთქვი, რომ მესმის, მაგრამ რამდენად მისაღებია საკუთარი სახლიდან ადამიანის გატაცება სოციალურ ქსელში კომენტარისთვის. მე ამას ვთვლი, როგორც ზეწოლას პარტია “ერთიანი ოსეთზე.”
ჩემს პუბლიკაციებში და კომენტარებში არასდროს არავის ვაყენებ შეურაცხყოფას. მე პირადს არასდრსო ვეხები. ყოველთვის კომენტარს ვაკეთებ მხოლოდ ქმედებებზე და მოვლენებზე, – ამბობს ალექსანდრე ქელეხსაევი.
შედეგად, მას არ აქვს პრეტენზია თავად პრეზიდენტის მიმართ. მაგრამ არის პრეტენზია პრეზიდენტის უშიშროებასთან და მის მეთოდებთან დაკავშირებით.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო