"აკრიტიკებდნენ მომიტინგეებს და მხარს უჭერდნენ "ქართულ ოცნებას". Meta-მ რუსული წარმოშობის ანგარიშები წაშალა
Meta-მ კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაშალა ფეისბუქ და ინსტაგრამ ანგარიშები, რომლებიც რუსული წარმოშობის ქსელთან იყო დაკავშირებული. ამ ქსელის სამიზნე კი - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია.