დღეიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში – ნახიდურში, ფარიზში, ცურტავში, დაბა თამარისში, ხიდისყურში, მუხრანაში, ბალახაურსა და მწყნეთში კარანტინი გაუქმდა.
თუმცა, ძალაში რჩება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა და კომენდანტის საათი – საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქალაქში გადაადგილება აკრძალულია.
ამ დროისთვის კარანტინი ბოლნისის მხოლოდ 2 სოფელში – გეტასა და მუშევანში მოქმედებს.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.