ბაქომ მოსკოვი დაადანაშაულა სომხეთისა და სირიისთვის იარაღის მიწოდებაში
რუსეთი სომხეთს იარაღს აწვდის, რომლის ნაწილიც შემდეგ სირიაში იგზავნება, განაცხადა 29 აგვისტოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიქმეთ გაჯიევმა.
ამრიგად, ოფიციალურმა ბაქომ უნდობლობა გამოხატა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ სომხეთში ილ-76-ის თვითმფრინავით სამშენებლო მასალები ჩააქვს.
• მოსაზრება: ივლისის ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის – რა მოხდა სინამდვილეში და როგორია შედეგები?
ჰიქმეთ გაჯიევმა ჟურნალისტებთან იარაღის მიწოდების თემაზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აზერბაიჯანში, კორონავირუსის გავრცელების თემაზე ბრიფინგი დაასრულა.
ბაქოს განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა სომხეთს იარაღი მიაწოდა 2020 წლის 12-16 ივლისს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ. მაშინ გამოიყენეს საბრძოლო ტექნიკა, ნაღმტყორცნები, ორივე მხრიდან სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.
• დროშები, ლოზუნგები და ხილი: რა ხდება უცხოეთში სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტების მიზეზი
ეს თემა უკვე იყო მედიის მთავარ სათაურებში 13 აგვისტოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ.
აზერბაიჯანული ოფიციალური წყაროები მაშინ იტყობინებოდნენ, რომ ილჰამ ალიევმა დაურეკა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რათა გამოეთქვა „სერიოზული შეშფოთება“ „რუსეთიდან სომხეთში საბრძოლო დანიშნულების ტვირთის ინტენსიური მიწოდების გამო, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირებების შემდეგ – 17 ივლისიდან დღემდე“.
გაჯიევის თქმით, აზერბაიჯანი უკვე დიდი ხანია აკვირდება სტრატეგიული ავიალაინერის ილ-76-ის ინტენსიურ მოძრაობას რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით.
რუსეთმა აზერბაიჯანს აცნობა, რომ ილ-76-ის თვითმფრინავით გადაჰქონდათ სამშენებლო მასალები. მაგრამ ბაქო არ დააკმაყოფილა ასეთმა პასუხმა – აღნიშნა გაჯიევმა.
„როგორც წესი, თვითმფრინავებით სამშენებლო მასალა არ გადააქვთ, ამისთვის სხვა შესაძლებლობები არსებობს“, – განაცხადა პრეზიდენტის თანაშემწემ.
„დაკვირვების საფუძველზე ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ იარაღი სომხეთის გავლით სირიის ტერიტორიაზე ჩადის“, – დასძინა მან.
ადრე კრემლმა განაცხადა, რომ შეიარაღება სომხეთში, საკუთარ სამხედრო ბაზაზე გადაჰქონდა და ხაზი გაუსვა სომხეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას.