ამ ფანტასტიკურ ავტობუსის გაჩერებებს ახალგაზრდა ზურაბ წერეთელი ხატავდა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ გაგრაში, ბიჭვინთასა და ახალ ათონში 1060-იან წლებში აშენებული ეს უჩვეულო პავილიონები დღემდე ფუნქციონირებს.
თუმცა, მათი ნაწილი ინგრევა და ადგილობრივი მოსახლეობაც მას ყოველთვის როდი იყენებს პირდაპირი დანიშნულებით.
გაჩერების ადგილები ბეტონითაა ნაგები და ფერადი მოზაიკით მოპირკეთებული. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია არა მასალა, არამედ მათი ფორმა: რვაფეხა, მამალი, თევზი, ტალღა, დელფინი. ნიკოლაი ნაზაიკინსკი, რომელიც მათ იღებდა, ამბობს, რომ პავილიონები იმდენად უჩვეულოა, რომ დღესაც კი, 21-ე საუკუნეში, კარგად მოერგებოდა მსოფლიოს ნებისმიერ ყველაზე განვითარებულ ქალაქს.
1. ავტობუსის გაჩერება ‘ნიჟარა’. ახალი ათონი
2. ბიჭვინთის გზაზე. ‘უცხოპლანეტელთა თეფში’
3. გაჩერება ‘მამალი’. ბიჭვინთა
4. ვარიაცია ზღვის მკვიდრთა თემაზე. ბიჭვინთა
5. ‘რვაფეხა’. ბიჭვინთა
6. თევზის ფრაგმენტი. ბიჭვინთის გზა
7. დელფინის ფრაგმენტი. გაგრა
8. ‘ტალღები’. გაგრა
9. გაჩერება ‘იპოდრომი’. გაგრის შესასვლელში
• ზურაბ წერეთელი. დაიბადა 1934 წელს თბილისში. საბჭოთა და შემდგომში რუსი ფერმწერი და მოქანდაკე, დიზაინერი, პროფესორი. რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი 1997 წლიდან. წერეთლის შემოქმედებას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს რუსეთის ხელისუფლების (უპირველესად, მოსკოვის) მხრიდან და ნაწილობრივ უცხოეთშიც, თუმცა საზოგადოებისგან არაერთგვაროვან, ხშირად უარყოფით შეფასებასაც იმსახურებს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.