არალეგალური პროდუქტები
უკვე სამი კვირაა, რაც რუსეთის საბაჟო „ქვემო ზარამაგზე“ მალფუჭებადი პროდუქტებით სავსე სატვირთო მანქანები დგას. მეწარმეები საქონლის გადატანას ვერ ახერხებენ, იმიტომ, რომ მოულოდნელად მათი საკუთრება არალეგალური გახდა.
როგორც სამხრეთ ოსეთის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელი, მურათ ცხოვრებოვი განმარტავს, სამხრეთ ოსეთში მომუშავე მეწარმეები რუსეთში შეძენილ გასაყის პროდუქციას საზღვარზე გადმოტანისას პირადი საჭიროებისთვის შეძენილ ნივთებად აფორმებენ და, შესაბამისად, არც საბაჟო მოსაკრებელს იხდიან. ეს სისტემა აქამდე მუშაობდა, მაგრამ ბიზნესმენები ასე ვეღარ მოიქცევიან. ახლა ყველაფერი ოფიციალური გახდა და ამიტომ, საექსპორტო საქონელს შესაბამისი სერტიფიკატები უნდა ჰქონდეს.
ეს ყველაფერი მაშინვე დაეტყო ადგილობრივ მაღაზიებს. ადამიანებმა სასწრაფოდ დაიწყეს რძის პროდუქტებსა და დეკემბერში შეტანილი ძეხვის მომარაგება. ყველაზე დიდ პრობლემად იქცა კვერცხისა და რძის პროდუქტების შემოტანა. ამ პროდუქტების საზღვარზე გადმოსატანად, საექსპორტო სერტიფიკატის გარდა, ვეტერინარული ცნობაცაა საჭირო,რაც მხოლოდ მოსკოვში გაიცემა. შესაბამისად, მაღაზიებში კვერცხი აღარ დარჩა. თუმცა, გუშინ მოულოდნელად ხაჭო გამოჩნდა.
[YoutubeVideo_962377fd82b74794be8083470c1eed95იქცა]
მეწარმეების თქმით, ეს, ფაქტობრივად, გადაუჭრელი პრობლემაა. „ საექსპორტო სერტიფიკატის მისაღებად პროდუქტი უშუალოდ მწარმოებლისგან უნდა შეიძინო _ ანუ პირდაპირ ქარხანაში, დიდ პარტიებად უნდა შეისყიდო. ჩვენ კი ერთი დასახელების საქონელს 10 ყუთზე მეტი რაოდენობით არ ვყიდულობთ. ასეთი მცირე პარტიის შესაძენად მისულებს ხმასაც არ გაგვცემენ… აღარაფერს ვამბობ სერთიფიკატის გაფორმებაზე“, _ განმარტა მეწარმე ალიკ გაბარაევმა პარლამენტის სპიკერ ანატოლი ბიბილოვთან საუბრისას. ბიბილოვი გაბარაევსა და რამდენიმე სხვა ადგილობრივ მეწარმეს შეხვდა პრობლემაზე სასაუბროდ.
‘ქარხანაში 10 ყუთი კანფეტის საყიდლად თუ მივალთ, ბაზარში,დილერებთან გაგვგზავნიან, სადაც მხოლოდ ზედნადებს მოგვცემენ, რომელიც საბაჟოზე წარსადგენად არ გამოგვადგება’.
მაღაზიების გამყიდველების თქმით,თუნდაც ცოტაოდენი მალფუჭებადი პროდუქტის გადარჩენის მიზნით, საქონელს სატვირთოებიდან ნაწილ–ნაწილ აწყობენ მსუბუქ ავტომობილებში და ასე შემოაქვთ სამხრეთ ოსეთში. მსუბუქი მანქანებისთვის მსგავსი შეზღუდვები ჯერჯერობით არ არის დაწესებული.
ეს ვითარება აუცილებლად გამოიწვევს სამხრეთ ოსეთში ფასების ზრდასაც.’დაახლოებით 300 დასახელების საქონელი ჩამომაქვს. თითოეული სახეობის პროდუქციაზე 200-დან 500 რუბლის ოდენობის საბაჟო მოსაკრებელია დაწესებული. გამოდის, რომ საქონლით დატვირთულ ერთ მანქანაში, სულ ცოტა, 60 ათასი რუბლი [დაახლოებით 750 დოლარი] უნდა გადავიხადო. ბუნებრივია,რომ ფასების 20-50 პროცენტით გაზრდა მომიწევს’, _ გააცნო საკუთარი გაანგარიშება პარლამენტის თავმჯდომარეს ალიკ გაბარაევმა.
ანატოლი ბიბილოვი ფიქრობს, რომ შექმნილი ვითრებიდან გამოსავალი რუსეთთან დადებულ სავაჭრო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა იქნება. ის მეწარმეების დაჰპირდა,რომ მის ხელთ არსებულ ყველა ღონეს იხმარს ამის მისაღწევად. დაახლოებით იგივე მოსაზრება გამოთქვა ხელისუფლების თავმჯდომარის მოადგილემ ალან ტეხოვმა, რომელიც ასევე შეხვდა მეწარმეებს.
ამასობაში კი ხალხში ამბობენ, რომ ხელისუფლების ეს უეცარი გადაწყვეტილება რუსული რუბლის კურსის უეცარ ვარდნას და ფულის დეფიცს უკავშირდება.