Apple-მა აღიარა, რომ ძველი აიფონების სისწრაფეს შეგნებულად ანელებს
გაზიარება
გაზიარება
Apple-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მან აღიარა, რომ iPhone-ის ძველი მოდელების მუშაობის სისწრაფეს საგანგებოდ ანელებს, – იუწყება CNN.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მომხმარებლები ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მსჯელობდნენ ახალი პროგრამული უზრუნველყოფის გამოსვლის შემდეგ თავიანთი iPhone-ების შენელებაზე. IPhone-ის მფლობელთა უმეტესობის აზრით, რომლებიც ინტერნეტით განიხილავდნენ ტელეფონების მუშაობის შენელებას, Apple შეგნებულად ანელებს თავისი ძველი მოწყობილობების პროქუტიულობას, რათა ახალი მოდელების გაყიდვა გაზარდოს.
გამოქვეყნებულ განცხადებაში კომპანია აღიარებს, რომ მართლაც შეგნებულად ანელებს ძველი iPhone-ების მუშაობას, მაგრამ ამას იმისთვის აკეთებს, რომ ტელეფონის აკუმულატორებმა განახლებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობას გაუძლოს.
კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, დროთა განმავლობაში iPhone-ის აკუმულატორები სულ უფრო ნაკლებ დატვირთვას უძლებს, ამიტომ მათი მუშაობის შენელება სმარტფონების უეცარი გამორთვის ან სხვა ტექნიკური შეფერხების აღსაკვეთად ხდება.
Apple-მა ასევე აღნიშნა, რომ მუშაობის ასეთ პრინციპზე უარის თქმას არ აპირებს. კომპანია მომავალშიც აპირებს ხელი შეუწყოს იმას, რომ iPhone-ის აკუმულატორები არ გადაიტვირთოს.
წელს შემოდგომაზე Apple-მა ორი ახალი სმარტფონი გამოუშვა: iPhone 8 და iPhoneX. მერვე iPhone-ის გაყიდვები, რომელიც ადრე დაიწყო, ჩაიშალა, რადგან ყველა ახალი ტექნოლოგია iPhone X-ის ფლაგმანურ ვერსიაშია თავმოყრილი.