ყოველ წლის 21 მარტს სომხეთის წარმართული თემის წარმომადგენლები გარნისის ტაძართან იკრიბებიან.
შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ქრისტიანულ ქვეყანაში უცებ ასობით თავგამოდებული წარმართი გაჩნდა. სხვათა შორის, წელს, ცუდი ამინდის გამო, ბევრმა ადამიანმა ტრადიციული ლოცვით მსვლელობისგან თავი შეიკავა.
გაზაფხულის ბუნიობა მზის ღმერთის, ვააგნის დაბადების დღეა და ამ დღეს წარმართულ ახალ წელი აღინიშნება. რიტუალი გარნისში ტარდება, რადგან მთელ რეგიონში ეს ერთადერთი ტაძარია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და გადარჩა. გარნისი ჩვენი წელთაღრიცხვით 1-ელ საუკუნეში, მეფე თრდატის მმართველობის პერიოდში აშენდა.
ზეიმში არამხოლოდ ადგილობრივი წარმართები მონაწილეობენ; რიტუალი, რომელსაც ქურუმები ასრულებენ,იმ დღეებში სომხეთში მყოფ უამრავ ტურისტსაც იზიდავს.
წარმართების სომხური თემი არაერთგვაროვანია. ეს თემი, ძირითადად, 1990 წელს სლაკ ქაქოსიანის მიერ ჩამოყალიბებული ორგანიცაზიის, „არორდინერი უხტის“ (მზის ვაჟების საძმო) წევრებისგან შედგება.
წარმართთა რიგებში ის ადამიანებიც არიან, ვინც საკუთარი თავისა და წარსულის ძიებაში,ქრისტიანობას განუდგა და ‘ეროვნული’, წარმართული სარწმუნოება აირჩია.
და ბოლოს,წარმართებს მიკედლებულები არიან ზოროასტრიზმის მიმდევრებიც.თავის დროზე სწორედ ზოროასტრიული პანთეონი დაედო საფუძვლად სომხური წარმართული ღვთაებების კრებულს; თუმცა, მათ შორის პრინციპული განსხვავებებიც არსებობს. სომხეთში ზოროასტრიზმის მიმდევრების უმეტესობა იეზიდია.