ადამიანები, ვისთვისაც ომი არ მთავრდება. შესაძლებელია თუ არა პოსტტრავმული სინდრომის დამარცხება?
კავკასიაში, ბოლო სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები 2016 წლის 2-6 აპრილს, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში წარიმართა. ის ისტორიაში შევიდა, როგორც „აპრილის ომი“ ან „ოთხდღიანი ომი“.
ეს იყო ყველაზე მსხვილი და სისხლიანი გამწვავება სიტუაციის 1994 წელს გაფორმებული ზავის შემდეგ. ოფიციალური მონაცემებით, ამ ოთხი დღის განმავლობაში, ორივე მხრიდან 200 ადამიანზე მეტი დაიღუპა.
ყარაბაღის ომი – შეიარაღებული კონფლიქტი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, 1991-1994 წლებში, აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ომი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, მაგრამ შეტაკებები პერიოდულად გრძელდება.
სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელსაც არ აღიარებს მსოფლიოს არცერთი სახელმწიფო, სომხეთის ჩათვლით. აზერბაიჯანი ყარაბაღს და მის გარშემო არსებულ ტერიტორიებს ოკუპირებულად მიიჩნევს და მათ დაბრუნებას მოითხოვს.
მოლაპარაკებებმა საერთაშორისო შუამავლობით კონფლიქტის მოგვარების თაობაზე შედეგი დღემდე ვერ გამოიღო.
”შენ ხომ კაცი ხარ! როგორ ტირი?”
აზერბაიჯანელ ვეტერანთა ისტორიები
ბაშირ ქიტაჩაევი, ბაქო
გასიმი [სახელი შეცვლილია – რედ.] 64 წლისაა. ის ინჟინერ-ტექნოლოგია ნავთობკომპანიაში, ზოგჯერ ჯგუფში გიტარაზე, უკრავს, უყვარს როკი და მარტო ცხოვრობს.
როდესაც ყარაბაღის ომი დაიწყო, გასიმი შენობების მოზაიკით გაფორმების სახელოსნოში მუშაობდა. მას ბაქოს პრესტიჟული უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და თურქმენეთში ნავთობის მოპოვებაზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.
1993 წელს გასიმი ჯარში გაიწვიეს,თვენახევარში, როგორც უმაღლესდამთავრებულმა, ოფიცრის მომზადება გაიარა და ფრონტზე, ტანკსაწინააღმდეგო გათვლის მეთაურის რანგში მოხვდა.
გასიმი იხსენებს, თუ რა ძნელი იყო ომი მოუმზადებელი ახალწვეულებისათვის:
«მახსოვს, ნაღმმტყორცნების ცეცხლის ქვეშ რომგორ მოვხვდით. ყველანი სადღაც ვიმალებოდით. ორმოში ჩავხტი. გარშემო ნაღმები ფეთქდებოდა. შიშისაგან სახე მიწაში ჩავრგე და მხოლოდ იმას ვფიქრობდი, ნეტავ მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი.
როდესაც დაბომბვა შეწყდა, ძლივს წამოვდექი, კუნთები ისე დაჭიმული მქონდა. თავად არ გამიგონია, მაგრამ მომეჩვენა რომ ვყვიროდი, რადგან ყელი ძალიან მტკიოდა ».
გასიმს მძიმე ბრძოლებში მოუხდა მონაწილეობა და თანამებრძოლების დაღუპვის მოწმეც გახდა. საბრძოლო მოქმედებები 1994 წელს დასრულდა, მაგრამ ის სახლში მხოლოდ 1996 წელს დაბრუნდა.
სახლში დაბრუნებიდან ერთი თვის შემდეგ, გასიმმა ღამით შიშის ძლიერი შეგრძნებით გაიღივიძა და ყვირილი დაიწყო, ისე რომ ოჯახის წევრები შეაშინა.
«ცოტა დავმშვიდდი და დავიძინე, მაგრამ დიდი ხნით ვერა. შიში დაბრუნდა, ისევ ვყვიროდი. სახლიდან გავედი, მაგრამ არსად წასვლა არ მინდოდა. მთელი მეორე დღე ვშფოთავდი და არ ვიცოდი რა მექნა, ღამით კი ისევ დავხეტიალობდი ქალაქში, რომ დავღლილიყავი და როგორმე დამეძინა ».
გასიმი საავადმყოფოში მივიდა, სადაც სხვადასხვა ექიმებს – ფსიქოთერაპევტებსა და ნევროროპათოლოგებს გაესინჯა. რა ემართებოდა, ვერავინ გაიგო. თავდაპირველად მას დიდი ხნის განმავლობაში ნევროზისგან მკურნალობდნენ.
გასიმი ფსიქოლოგთან მივიდა, რომელიც, როგორც მას უთხრეს, შეერთებულ შტატებში სწავლობდა. მან სექსი და ზღვის ჰაერი ურჩია. შემდეგ მას ახალგაზრდა ექიმი შეხვდა, რომელმაც სწორი დიაგნოზი დაუსვა და მედიკამენტები დაუნიშნა.
« უკეთ ვხდებოდი, როდესაც ჩემი უნიფორმის სუნს ვგრძნობდი. ექიმმა მირჩია ფორმა ჩავიცვა და ისე ვისეირნო ხოლმე. მიყვარს ქალაქგარეთ ტყეში სეირნობა. იქაური სურნელება ყარაბაღს მახსენებს, უკან მექაჩება. დიდხანს შემეძლო ვწოლილიყავი მინდორზე და იქვე გამავალი მატარებლებისთვის მეყურებინა».
ომის ნოსტალგია ვეტერანებში პოსტტრავმული აშლილობის ერთ-ერთი სიმპტომია. სხვა სიმპტომებს მიეკუთვნება დეპრესია, კომუნიკაციის სირთულეები, თავის ტკივილი, უძილობა, სუიციდური აზრები და აგრესია.
აზერბაიჯანს არასოდეს ჰქონია სახელმწიფო პროგრამა ყარაბაღის ომის ვეტერანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. როგორც ფსიქოლოგი აზად ისაზადე ამბობს, მაშინ ქვეყანას გამოცდილი ფსიქოლოგები უბრალოდ არ ჰყავდა. ვეტერანებს ნევროპათოლოგები და ფსიქიატრები მკურნალობდნენ, ისიც ინდივიდუალურად. განკურნების შემთვევები თითზე ჩემოსათვლელია.
ისაზადეს თქმით, პოსტტრავმული აშლილობა საუკეთესოდ იკურნება მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ „ახალია“, რათა სამხედროებმა შეძლონ მშვიდობიან ცხოვრებასთან ადაპტრირება და ხელახალი ტრავმა არ მიიღონ.
«ვეტერანი ბრუნდება სანგრებიდან და აღმოჩნდება სრულიად სხვა რეალობაში: განათებული ქალაქი, ხალხი რესტორნებში. მას ხალხის, სახელმწიფოს, ახლობლების მხრიდან გაუგებრობასთან გამკლავება უწევს. ფრონტზე ყოფნა მათთვის ადვილი იყო – გასაგები იყო ვინ იყო მეგობარი და ვინ მტერი, მკაფიო ამოცანები ჰქონდათ ».
ფსიქოლოგი ამბობს, რომ ძლიერი ფსიქიკის მქონე ადამიანებს შეუძლიათ სტრესი უმტკივნეულოდ გადალახონ და გახდნენ, მაგალითად, პროფესიონალი სამხედროები ან დაუბრუნდნენ მშვიდობიან ცხოვრებას. ზოგიერთისთვის კი პოსტტრავმული აშლილობა შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ გამოვლინდეს.
გასიმის თქმით, სამხედრო ფორმით სიარული მას დიდი ხნით ვერ დაეხმარა.
«ერთხელ ჩემს თავს სარკეში შევხედე და შემეშინდა. ნერვული აშლილობისგან სახეც შემეცვალა. ადრე გურმანი ვიყავი, ახლა საჭმლის გემოს ვეღარ ვგრძნობდი. ომამდე მუსიკა მიყვარდა, შემდეგ კი ათი წუთიც ვეღარ ვუძლებდი. ყველაფერი მაღიზიანებდა და არაფერი მინდოდა, თვითმკვლელობის შესახებ აზრებმა შემიპყრო”.
საავადმყოფოში ექვსთვიანი ყოფნის შედეგად, გასიმს მთელი ფული ძვირადღირებული წამლებში დაეხარჯა. მან ალკოჰოლი სცადა, თუმცა ესეც ვერ დაეხმარა, რომ მოშვებულიყო. ოჯახი მას გვერდში არ დაუდგა, მეგობარმა ქალმა უთხრა, რომ მისი ეშინოდა და მიატოვა.
«მაღიზიანებდა საყვარელი ადამიანების უყურადღებო დამოკიდებულება. მამაჩემი მეუბნებოდა: „კაცი ხარ! ოფიცერი ხარ! ყვირილი, ტირილი როგორ შეგიძლია?! ” ძალიან მინდოდა უბრალოდ ვინმე მომფერებოდა და დავემშვიდებინე”.
ერთხელ რუსეთიდან ძმისშვილმა დარეკა და პერმში დამპატიჟა. მამაჩემი ჩემით ისე დაიტანჯა, რომ არ შემწინააღმდეგებია ».
პერმში გასიმი, ძმისშვილის რჩევით, ტყის შუაგულში მდებარე მონასტერში დასახლდა. იქ ყველას შეეძლო უფასო საკვები და ჭერი მიეღო მეურნეობაში დახმარების სანაცვლოდ.
სუფთა ჰაერი, ბუნებრივი საკვები, ბალახების ნახარშები, კენკრის არაყი დაეხმარა გასიმს საკუთარ თავში ომი დაესრულებინა. ორი წლის შემდეგ ვეტერანი ბაქოში დაბრუნდა.
«აზერბაიჯანში ვეტერანების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენთვის მიუღებელია დახმარებისთვის მივმართოთ ფსიქოთერაპევტს, – ამბობს გასიმი, – ჩვენ ამის შესახებ თუნდაც ჩვენს ნათესავებთან საუბრის გვრცხვენია. ჩვენ არავინ გყავს, დახმარება რომ ვთხოვოთ. კარგია, რომ ახლა არის ინტერნეტი, საიტებზე და ფორუმებზე უამრავი ადამიანია, ვინც ასევე დაზარალდა. მაგრამ საჭიროა ვისაუბროთ ამ დაავადებაზე”.
ომის შედეგებისგან დაზარალებულია ელშად რახმანოვიც, მაგრამ, გასიმისგან განსხვავებით, მან შფოთვისა და აგრესიისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო.
ელშადი მშენებლობაზე მუშაობს, დედასთან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს და თითქმის არავის ეკონტაქტება.ის და მისი ორი ძმა ომში მონაწილეობდნენ. უფროსი გარდაიცვალა, ელშადი და მისი მეორე ძმა დაშავდნენ. ნამსხვრევები ვეტერანის სხეულიდან ზოგჯერ ახლაც “გამოდის”.
იმის მიუხედავად, რომ ელშადი არ ნანობს, რომ ომში იყო, იგი ამბობს, რომ ომმა ის სამუდამოდ შეცვალა – და არა უკეთესობისკენ.
”როდესაც ვინმეს ვუყვები, რაც იქ მაქვს გადატანილი, როგორც მხეცს, ისე მიყურებენ,” – ამბობს ელშადი.
როდესაც დრო არ კურნავს. როგორ უმკლავდებიან აშლილობას სომხეთში
სონა მარტიროაისიანი, დავით გარაჯიანი (ფოტო, ვიდეო), ერევანი
ყარაბაღის ომიდან 25 წლის შემდეგ, ვეტერან დანიელ გრიგორიანს კვლავ ხმაური და კაშკაშა სინათლე აღიზიანებს. ხშირად ფილმების ყურებისას, იგი გონებაში ბრძოლის ველზე – 90-იანი წლების დასაწყისში, ბრუნდება.
ის 17 წლის იყო, როდესაც ომი დაიწყო.
«მაშინ ვერ წარმოგვედგინა, რა იყო ომი. ვერც წარმოვიდგენდით, მოზარდები ვიყავით. ვფიქრობდით, რომ ეს ჩვეულებრივი რამ იყო ”, – ამბობს დანიელი.
ბევრი მისი თანამებრძოლი დაიღუპა. მათ, ვინც გადარჩა, მეგობრების დაკარგვასთან შეგუება უჭირთ.
მისი ქვედანაყოდი ომიდან მხოლოდ 1994 წელს, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დაბრუნდა . ამის შემდეგ მას მშვიდობიან პირობებში ვხოვრების ხელახლა სწავლა მოუხდა.
«რთული იყო. ვერ ვეგუებოდი. სულ დაბრუნება მინდოდა. ჩვენი [დაღუპული] მეგობრები შაუმიანში [აზერბაიჯანის ტერიტორია] დარჩნენ. გვინდოდა მათი ცხედრებისთვის იქ დაბრუნება. ეს აზრი დღემდე მტანჯავს “, – ამბობს დანიელი.
ფსიქოლოგები ამ მდგომარეობას პოსტტრავმულ სტრესს უწოდებენ.
ადამიანები, რომლებიც ბოლო 25 წლის განმავლობაში სასაზღვრო ზონებში ცხოვრობენ და, შედეგად, მეტ-ნაკლებად ომში მონაწილეობენ, მუდმივად იმყოფებიან სტრესის, ფსიქოლოგიური და ნერვული დაძაბულობის პირობებში.
პოსტსაბჭოთა პერიოდში, სომხეთში ჩვეულებრივ არ იყო მიღებული სპეციალისტებისთვის მიმართვა ფსიქოლოგიური პრობლემებით. ახლაც კი ფსიქოთერაპევტს ბევრი ადამიანი არ მიმართავს.
სომხეთი-აზერბაიჯანის “პირველი ომის” მონაწილეებმა, ანუ მათ, ვინც 90-იანი წლების დასაწყისში მონაწილეობდა საომარი მოქმედებებში, სპეციალიზირებული ფსიქოლოგიური დახმარება ვერ მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში მათთვის ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნა, ის პრაქტიკულად არ მუშაობდა – მომზადებული კადრების ნაკლებობის და ადამიანების სკეპტიკური დამოკიდებულების გამო.
სტერეოტიპები ომის მონაწილეებს არ აძლევდა საშუალებას თავიანთი ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ შეწეფასებინათ და, მით უმეტეს, სპეციალისტებისთვის დახმარებისთვის მიემართათ. ბევრმა მათგანმა მკურნალობა “სტრესცენტრში” გაიარა, მაგრამ ამას ფორმალური ხასიათი ჰქონდა. ადამიანიები კლინიკაში მხოლოდ ინვალიდობის ხარისხის მისაღებად მიდიოდნენ.
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი კარინე ტატრიანი ამბობს: პოსტტრავმული სტრესი წარმოიქმნება იმ სიტუაციების შემდეგ, რაც უკიდურესად უარყოფით ემოციებს იწვევს. ეს დარღვევები ადამიანშ იწვევს დაუცველობის, უმწეობის განცდას და ხელს უშლის ნორმალურ ცხოვრებასთან ადაპტაციას.
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი კარინე ტატრიანი ამბობს: პოსტტრავმული სტრესი წარმოიქმნება იმ სიტუაციების შემდეგ, რაც უკიდურესად უარყოფით ემოციებს იწვევს. ეს დარღვევები ადამიანშ იწვევს დაუცველობის, უმწეობის განცდას და ხელს უშლის ნორმალურ ცხოვრებასთან ადაპტაციას.
« წარსულში ამ სინდრომს უწოდებდნენ “ვიეტნამურს“, “ავღანურს” ან “ჩეჩურნს“. რადგან ის აწუხებდათ ადამიანებს, რომლებმაც ომის სტრესი გადაიტანეს. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს სინდრომი გვხვდება არა მხოლოდ მებრძოლთა შორის, არამედ ყველა იმ ადამიანს შორის, ვინც სიცოცხლის საფრთხის წინაშე იდგა – იქნება ეს ტერაქტები, წამება, ძალადობა, ”- განმარტავს ფსიქოლოგი.
ადამიანებში, რომლებმაც ასეთი ტრავნები გადაიტანეს, მრავალი წლის შემდეგაც კი, ხმაური, მანქანის სიგნალები, ფეიერვერკი ან ადამიანის ტირილი ისევ შიშებს, პანიკურ შეტევებს და აკვიატებულ აზრებს იწვევს.
ფსიქოლოგი ამბობს: პოსტტრავმული სტრესის მქონე ადამიანი მუდმივად ცხოვრობს იმის მოლოდინში, რომ მოვლენა, რომელმაც ოდესღაც მასზე იმოქმედა,ნებისმიერ მომენტში შეიძლება განმეორდეს.
« უმჯობესია სპეციალისტს მიმართონ, რადგან პოსტსტრესული აშლილობები ისეთ პრობლემებს განეკუთვნება, რომლებიც დროთა განმავლობაში მხოლოდ უარესდება ”, – ამბობს კარინე ტატრიანი.
დღეს სომხეთში პოსტტრავმული სინდრომის მკურნალობას მხოლოდ ერთი სპეციალიზირებული კლინიკა – ”ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი” ახორციელებს. ფსიქოლოგიური დახმარების მიღება ასევე შესაძლებელია სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც 2016 წლის “აპრილის ომის” მონაწილეები მკურნალობენ. მაშინ ოთხი დღის განმავლობაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა- პირველად 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
ჰაიკ ტოროსიანი აპრილის ამ მოვლენების მონაწილე იყო. ის პირველი დაჭრილი იყო სომხური მხრიდან. ტრავმა სამხედრო სამსახურთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და გაწვევიდან 80 დღის შემდეგ იგი სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა.
«ამ სიტუაციაზე ჩვენს ოჯახში მაინდამაინც არ ვსაუბრობთ. მაგრამ ამ ყველაფრის დავიწყება შეუძლებელია. ეს ჩვენთან სამუდამოდ დარჩება “, – ამბობს ახალგაზრდა.
მშვიდობიან ცხოვრებაში დაბრუნებისთანავე, ჰაიკმა ფსიქოლოგიური დახმარება მიიღო. იგი მიიჩნევს, რომ მას ეს ძალიან დაეხმარა, თუმცა, შფოთვის შეგრძნება მაინც უჩნდება ხოლმე.
«ახლა ხმაური ნაკლებად მაწუხებს. თუმცა, ძირითადად, ხმაური მაინც მოქმედებს ჩემზე” , – ამბობს ჰაიკი.
იგი მკურნალობას აგრძელებს, ჯერ სიარული უჭირს. მაგრამ დარწმუნებულია, რომ ყველაფერს გადალახავს. ომის შემდეგ ჰაიკმა გადაწყვიტა, რომ ცხოვრება გრძელდება, ჩააბარა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სურს სოციალური მუშაკი გახდეს. ის ამბობს, რომ პროფესიის არჩევანი შემთხვევითი არ არის – მას სურს დაეხმაროს ადამიანებს ისევე, როგორც ოდესღაც მას დაეხმარნენ.
“მედიაქსელის” მხარდაჭერით