"ზაფხულის მეორე ნახევარი გაცილებით "ცხელი" იქნება" - სამხედრო ექსპერტი დონბასზე
რა ხდება დონბასში
უკრაინას არ აქვს საკმარისი იარაღი, დონბასში რუს სამხედროებს ახლა ათჯერ მეტი არტილერია და საბრძოლო მასალა აქვთ, ვიდრე უკრაინელებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent წერს.
გაზეთი დაზვერვის გარკეულ ანგარიშს ეყრდნობა, თუმცა არ აკონკრეტებს ვის მიერ და ვისთვის არის ეს ანგარიში შედგენილი.
იმის შესახებ, რა ხდება ახლა ფრონტზე, ონლაინ გამოცემა «Настоящее время» უკრაინელ სამხედრო ექსპერტს ოლეგ ჟდანოვს ესაუბრა.
– ეთანხმებით შეფასებებს, რომ უკრაინას ახლა დონბასში იარაღის პრობლემა აქვს?
– იარაღთან დაკავშორებული პრობლემები არა მხოლოდ დონბასში, არამედ, მთელს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გვაქვს, განსაკუთრებით საბრძოლო მასალის. იარაღის ძირითად ტიპებთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრობლემები არ არის. ტყვია-წამალში ჩვენ რაოდენობრივად ჩამორჩებით, მაგრამ ხარისხით ვიმარჯვებთ.
- როგორ გაასამართლებენ “აზოვსტალის” დამცველებს და სხვა სამხედრო ტყვეებს რუსეთ-უკრაინის ომის ორივე მხარეს
- “ტანკმა მანქანას ესროლა, მამა დაიწვა”. მარიუპოლის მცხოვრები მშობლიური ქალაქის შესახებ
- ომს გამოქცეული უკრაინელები საქართველოში – როგორ ცხოვრობენ, რა გეგმები აქვთ
– ეთანხმებით რიცხობრივ შეფასებებს, რომ რუსეთი ახლა დონბასში უკრაინას 20-ჯერ უსწრებს იარაღის რაოდენობით და 40-ჯერ საბრძოლო მასალების?
– დიახ, შეიძლება დავეთნხმო. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ 20-ჯერ, შეიძლება ნაკლებიც. რადგან ასეთი რაოდენობის არტილერიის განლაგება უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.
რაც შეეხება საბრძოლო მასალას, გეთანხმებით, რადგან ისინი საბჭოთა კავშირის მარაგებს იყენებენ. სხვათა შორის, ძალიან ხშირად არის შემთხვევა, როცა ჭურვები არ ფეთქდება საწყობებში მათი არასათანადო და ხანგრძლივი შენახვის გამო.
მაგრამ კითხვა, ისევ და ისევ, არის ხარისხი. დღეს, იგივე სევეროდონეცკის მიმართულებით, რუსულ არტილერიას ცეცხლის გახსნა შეუძლია მხოლოდ თავისი დიაპაზონის ზღვარზე, რადგან მათ ეშინიათ მიახლოების – ისინი ჩვენი არტილერიის ცეცხლის ქვეშ ხვდებიან.
– პირველი, რაც გავიფიქრე, როდესაც The Independent-ის სტატია წავიკითხე, იყო ის, რომ დასავლეთი ვერ ასწრებს იარაღის მიწოდებას. რამდენად სწორია ჩემი ვარაუდი?
– თქვენი ვარაუდი თითქმის სწორია. შეერთებულმა შტატებმა ძალიან დააგვიანა ლენდ-ლიზის კანონის მიღება. გაიწელა პროცესი. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ კანონს ბევრად უფრო სწრაფად მიიღებდნენ და ახლა ჩვენ უკვე ვისაუბრებდით შეერთებული შტატებიდან იარაღის მასიურ მიწოდებაზე.
ასე ის თითქმის ერთი თვით დაგვიანდა. ღმერთმა ქნას, რომ ივლისამდე მოაღწიოს.
რაც შეეხება საგრანტო დახმარებას, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან ვიღებთ, დიახ, ეს კარგია, გვჭირდება. მაგრამ თქვენ ხედავთ, რა მოცულობებს აწვდიან პარტნიორი ქვეყნები შეიარაღების კუთხით.
ეს საკმარისი არ არის, ის დღეს ძალიან ცოტაა, თუ გავითვალისწინებთ იმ მასშტაბურ საომარ მოქმედებებს, რომლებიც მიმდინარეობს უკრაინაში.
– ახლა უკრაინაში ლენდ-ლიზის შედეგს ელოდებიან. ევროპარლამენტმა რეკომენდაცია გაუწია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის შესაბამისად, იმ რაოდენობით, რაც საჭიროა. როდის შეიძლება ველოდოთ, რომ უკრაინას ექნება საკმარისი იარაღი?
– თუ ვიხელმძღვანელებთ ლენდ-ლიზის პირველი გადაზიდვის დაწყების დროით, რომელიც, ამერიკული პრესის მიხედვით, დაიწყო იმ დღეს, როდესაც ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი ლენდ-ლიზის აქტს, მაშინ სადღაც ივნისის ბოლოს-ივლისის დასაწყისში ჩვენ ველოდებით, რომ ლენდ-ლიზი საბოლოოდ ამუშავდება.
– როგორია თქვენი პროგნოზი ფრონტზე ამ მხრივ?
– ახლა ფრონტზე ვითარება, დიდი ალბათობით, თანდათან პოზიციურ ომში გადაიზრდება. რუსეთის ფედერაციამ, საბრძოლო მასალის დიდი უპირატესობითაც კი, ფაქტობრივად, შეტევითი პოტენციალი ამოწურა. მასაც სჭირდება პაუზა.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ გარკვეული პერიოდი პოზიციური ომი იქნება. სადღაც ზაფხულის მეორე ნახევარში, ალბათ აგვისტოში, რუსეთი შეეცდება შექმნას გარკვეული რეზერვები და შეტევას განაახლებს. ჩვენ შევეცდებით შევქმნათ კონტრშეტევითი ჯგუფი ლენდ-ლიზის მარაგებით და წამოვიწყოთ კონტრშეტევა.
ასე რომ, ზაფხულის მეორე ნახევარი გაცილებით უფრო “ცხელი” იქნება.
– რატომ ცდილობენ ახლა უკრაინელი სამხედროები ასე უიმედოდ სევეროდონეცკის შენარჩუნებას?
– ეს უფრო პოლიტიკური ამოცანაა, ვიდრე სამხედრო. ჩვენ არ ვაძლევთ რუსეთს შესაძლებლობას გამოაცხადოს თუნდაც მცირე გამარჯვება იმით, რომ მათ აიღეს ლუგანსკის რეგიონი.
– და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს?
თავად სევეროდონეცკში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მისი შენარჩუნება დიდხანს შეგვიძლია.
რა ხდება დონბასში