უახლოესი სამი წლის განმავლობაში სომხეთში განათლებისთვის ნაკლები სახსრები გამოიყოფა
სომხეთის ხელისუფლებამ უახლოესი სამი წლის განმავლობაში განათლების სფეროსთვის დაფინანსების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ექსპერტების აზრით, განათლების სფეროზე დაზოგვის შედეგად სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ნაკლები სახსრებს მიიღებენ, ეს კი იმას გამოიწვევს, რომ პედაგოგებსა და მასავლებლებს ნაკლებს გადაუხდიან და სწავლების ხარისხი გაუარესდება.
„ამ სფეროს ნამდვილი გასაჭირი დაადგება“, – ამბობს განათლების საკითხების ექსპერტი სერობ ხაჩატრიანი. მისი აზრით, უფულოდ არც ხარისხიანი სპეციალისტები იქნებიან, და არც განათლებული თაობა.
„ჩვენ მასწავლებლებისთვის, ვთქვათ, 100 ათასი დრამი (დაახლოებით 200 დოლარი) უნდა გადაგვეხადა, ახლა 80 ათასს (დაახლოებით 170 დოლარს) გადავუხდით. მაგრამ ამ ცხოვრებაში ყველაფერს თავის ფასი აქვს, და ასე, ზედმეტი სიტყვების გარეშე, მთელ სისტემას ზიანი ადგება“, – აღნიშნა ხაჩატრიანმა.
მთავრობაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებენ: „ ხელისუფლება განათლების სფეროს ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და პროგრესის ერთ-ერთი წინაპირობად მიიჩნევს. მაგრამ ახლანდელი სისტემის ოპტიმალურ ფორმატში მოყვანის პირობები განათლებაზე გაწეული ხარჯების ზრდის საფუძველს ზღუდავს. მომდევნო ეტაპზე ხელისუფლება გეგმავს, რომ თანმიმდევრულად გაზარდოს სახელმწიფოს მხრიდან განათლებისთვის გაწეული ხარჯი როგორც ნომინალური ზომით, ისე მშპ-სთან მიმართებით“.
თუმცა, ამ განმარტებამ სპეციალისტები არ დააკმაყოფილა. საგანმანათლებლო კომპლექს მხიტარ სებასტაცის დირექტორის, აშოტ ბლეიანის აზრით, განათლების სფერო ისედაც არასაკმარისად ფინანსდება, ხოლო მასწავლებლების ხელფასი „მოწყალებას“ ჰგავს. მისი აზრით, ამ პირობებში განათლებაზე დახარჯული თანხების შემცირება სამარცხვინოა.
მან აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა, ხელისუფლება განათლების სფეროში ახალი პროექტების განხორციელებაზე ფიქრობდეს, და ახალგაზრდებს თვითგანათლების სტიმულს აძლევდეს.
ამის საკითხის თაობაზე უკმაყოფილება ფეისბუკის მომხმარებლებმაც გამოთქვეს. განთლების სფეროსთვის ხარჯის შემცირების შესახებ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უარყოფითად მიიღეს; მეტიც, სოციალური ქსელების მომხმარებლები აღშფოთებულები იყვნენ იმით, რომ ამ გადაწყვეტილებით სწავლების ისედაც დაბალი ხარისხი კიდევ მეტად გაუარესდება.
“არადა, რესპუბლიკური პარტია მეცნიერებაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე ლაპარაკობდა, განთლების სფეროსთვის გამოყოფილი ხარჯის გაზრდაზე და ბლა-ბლა- ბლა-ს გვპირდებოდა“.
„გემრიელად მიირთვი, ძვირფასო მთავრობავ, ოღონდ ფრთხილად, არ გასკდე…“
„ყოჩაღ, ამ ქვეყნის მომავალს რომ კლავთ. ტყვიამფრქვევიდან, ბატონებო, ტყვიამფრქვევიდან“.
„ყურადღება, სახელმწიფო დონეზე ინგრევა განათლების სისტემა, რომელიც ისედაც სასიკვდილო სარეცელზეა“.
“აქამდე ჩვენს ქვეყანაშიც კი, თუნდაც ფორმალურად, ვვარაუდობდით შესაძლო ზრდას. ჩემი მშვენიერი ქვეყანა ნაირი, უნიკალური ქვეყანაა, რომლის ხელისუფლებაც განათლების სფეროსთვის ხარჯების მიზანმიმართულ, სამსაფეხურიან შემცირებას გვაუწყებს, ანუ მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაფინანსება, წინა წელთან შედარებით, ყოველწელიურად დაიკლებს“.
„სწავლების საფასურის გაზრდა, განათლებისთვის გამოყოფილი სახსრების შემცირება. როდემდე? ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ნორმალური რესურსი – განათლებული თაობაა, მაგრამ ჩვენი მთავრობა ამით საზოგადოების განვითრებას აფერხებს, და ამ ღარიბ ქვეყანაში საზოგადოების უდიდეს ფენას განათლების მიღების საშუალებას ართმევს. განათლება – საზოგადოებრივი მონაპოვარია, და არა – ბიზნესი“.