მოსაზრება: როგორ ეხმარება ეგოიზმი და უპასუხისმგებლობა ვირუსს აფხაზეთში
ეგოიზმი და უპასუხისმგებლობა აფხაზეთში ხელს უშლის კორონავირუსთან გამკლავებას
JAMnews– ის ავტორი აფხაზეთიდან ელეონორა გილოიანი იმის შესახებ, თუ როგორ უშლის ხელს ადამიანების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სხვების მიმათ არა მხოლოდ კორონავირუსთან, არამედ სხვა პრობლემებთან გამკლავებას.
ჩვენ ვირუსი კი არ გვღუპავს. უფრო სწორად, არა მხოლოდ ვირუსი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მხოლოდ ვირუსი ვერ დაგვღუპავდა, ჩვენ რომ არ ვცდილობდეთ აქტიურად დავეხმაროთ მას.
რამდენიმე ხნის წინ ერთმა ოჯახმა ქორწილის გადახდა გადაწყვიტა. უშუალოდ ქორწილის წინ ოჯახმა შეიტყო, რომ კორონავირუსი ჰქონდათ.
- აფხაზეთი: „როგორ დავრჩით პანდემიასთან ერთი ერთზე“
- „თქვენ ფიქრობთ, რომ მედიკოსები უკვდავები არიან? – აფხაზეთში ექიმები აღშფოთებულები არიან
- უშუქობა. ამბები აფხაზეთიდან
რას მოიმოქმედებენ ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობით ცხოვრობენ და ადეკვატური ქცევის ძირითად პრინციპს – “არ ავნო”, იზიარებენ? დიახ, ისინი ყველაფერს გააუქმებდნენ. რა გააკეთეს ჩვენმა “გმირებმა”? დიახ, მათ დამალეს თავიანთი ავადმყოფობა და ღონისძიება ჩაატარეს.
საბოლოოდ რა მივიღეთ? ასამდე ინფიცირებული და სულ მცირე ორი დაღუპული. ეს ის, რაც ზუსტად ვიცი და ვფიქრობ, ეს არ არის დასასრული.
რატომ ხდება ასე?
იმიტომ, რომ ჩემი მშვენიერი ქვეყნის მოსახლეობის მასობრივ ცნობიერებას საფუძვლად აზრებისა და საქმეების სიწმინდე სულაც არ უდევს. საფუძვლად უდევს გამორჩენა ყველაფრის მიუხედავად. უდევს ეგოიზმი, რომელიც მთელ თვალსაწიერს ფარავს.
ამ საფუძველს ჩვენ ვხედავთ ომიდან 30 წლის შემდეგ დანგრეულ ქვეყანაში, მისი შედეგია ენერგეტიკული კრიზისი, წყლის მუდმივი პრობლემები და დანგრეული გზები. ეს ყველაფერი აქედან მოდის.
არ აქვს მნიშვნელობა, გინდათ დიდ ოჯახს ერთი კაპიკი მოპაროთ, თუ მეზობლებსა და ნათესავებს კოვიდი გადადოთ, მნიშვნელოვანია, რომ ამ მომენტში შენთვის არავინ არსებობს შენი თავის გარდა.
ყიდულობთ ჯიპს, გენერატორს და აყენებთ წყლის ავზს, რომ პრობლემები არ იგრძნოთ. თქვენ სასწრაფოდ და დროულად მკურნალობთ და ცოცხალი დარჩებით. და ქორწილისთვის მზადების პროცესში ვიღაცას ვირუსის ისეთ დოზას გადადებ, რომ უბრალოდ ვერ გადარჩება. მაგრამ შენ ამით რა?
ქუჩაში დადიან დადებითი ტესტის მქონე ადამიანები. მათ, ვისაც სჯერა, რომ “თავს კარგად ვგრძნობ, ესე იგი ყველაფერი რიგზეა”. აი სწორედ ახლა ისინი ყავას სვამენ ჩვენთან ერთ ვერანდაზე, ხელს ართმევენ ჩვენს ძმებს, მამებს და ქმრებს, ისინი მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, დადიან სამსახურში და საერთოდ, საერთოდ არ ფიქრობენ, რომ ასე არ უნდა მოიქცნენ.
ჩვენ ვირუსი არ გვკლავს, ის მარტო ვერასოდეს მოგვერეოდა.
შეხედეთ ოფიციალურ სტატისტიკას. თუ ჩვენი ექიმების გჯერათ (მე არ მაქვს მიზეზი მათი არ მჯეროდეს), ავადმყოფთა და გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება თამამად ორზე გავამრავლოთ. ჩვენ იქითკენ მივდივართ, რომ ჩვენი მოსახლეობის ზუსტად ერთი პროცენტი დავკარგოთ.
და არ მითხრათ, რომ ამას ვირუსი აკეთებს. ამას ჩვენ ვაკეთებთ.
ვიღაც – იმიტომ, რომ დაავადების მსუბუქ ფორმას სახლში დარჩენის მიზეზად არ მიიჩნევს. ვიღაც – იმიტომ, რომ ქორწილში, გასვენებაში და ღმერთმა იცის კიდევ სად არწასვლის რცხვენია.
მოდით დავაფიქსიროთ: ერთადერთი ადამიანები, ვინც ვჭირდებით, ჩვენი ექიმებია. არავინ აპირებს ჩვენთვის ბრძოლას. ვერავინ შეძლებს სახლში დაგვსვას და გააკონტროლოს ადამიანები დადებითი ტესტით. შეუძლიათ დახურონ თეატრი. ყველაფერ დანარჩენს თავად უპასუხეთ.
აქ ძნელად შეიძლება რაიმე სხვა დასკვნის გაკეთება, გარდა ერთისა: აქ ყველა თავისთვისაა. და არავის არ უნდა ენდო.
ისევე როგორც აფხაზეთის გზებზე – არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მთავარ გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ არ იცის ამის შესახებ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო