არის თუ არა სამხრეთ ოსეთში რუსული С-300 ტიპის სარაკეტო კომპლექსები?
არის თუ არა სამხრეთ ოსეთში რუსული С-300 ტიპის სარაკეტო კომპლექსები? შევა თუ არა სამხრეთი ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში? შეძლებს თუ არა რესპუბლიკა თავისი ეკონომიკის ისე აგებას, რომ თავის დამოკიდებლად რჩენა შეძლოს?
სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ესაუბრა. ინტერვიუ აღებულია პეტერბურგში გამართული საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რომელშიც ანატოლი ბიბილოვი მონაწილეობს.
ანატოლი ბიბილოვი
რუსული ბაზა სამხრეთ ოსეთში და უსაფრთხოების საკითხები
“რია ნოვოსტის“ კითხვა: – თქვენ თავად მსახურობდით სამხრეთ ოსეთში მშვიდობის დამცველად. ახლა იქ განთავსებულია რუსული ბაზა. საკმარისია თუ არა მხოლოდ ეს ბაზა, მისი შეიარაღება რესპუბლიკის უსაფრხოების საიმედო დაცვისთვის? კიდევ რა არის საჭირო? და მართალია თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთში რუსული С-300 ტიპის სარაკეტო კომპლექსებია განლაგებული?
ანატოლი ბიბილოვი: „ზოგჯერ ჟურნალისტებს ყველაფრის გაზვიადება უყვართ. ამბობენ, რომ “Тополь-М”-იც გვაქვს და სტრატეგიული ბომბდამშვენებისთვის განკუთვნილი აეროდრომიც, და კიდევ რაღაცები. რა თქმა უნდა – არა.
თუმცა, ის შეიარაღება და სამხედრო მოსამსახურეების კონტინგენტი, რაც სამხრეთ ოსეთს გააჩნია – რესპუბლიკაში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად საკმარისია.
ამას ემატება რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები. მათი რაოდენობს სრულიად საკმარისია შესაძლო აგრესორის მოსაგერიებლად. რუსეთის ფერდერაციიდან ან სამხრეთი ოსეთის შუაგულიდან დამატებითი ძალების მობილიზების აუცილებლობა სრულიად არ არსებობს.
სამხრეთ ოსეთში ამჯერად მიმდინარეობს გაწვევის კამპანია. სამხრეთი ოსეთის 25 წელზე უფროსმა მოსახლეობის თითქმის მთელმა მამრობითმა ნაწილმა გაიარა ომი, თითოეული მათგანი ინდივიდუალურად საკმაოდ მაღალ დონეზეა მომზადებული. ამგვარად, რესპუბლიკის ტერიტორიაზე დღეს არსებული ძალები უსაფრთხოების სრულ გარანიტიას იძლევა.
ასევე შემუშავებულია (უზრუნველყოფის საკითხში თანამშრომლობა) რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთი ოსეთის საზღვრის უსაფრთხოების გეგმა. (საზღვარი) დღესდღეობით სრულიად უზრუნველყოფილია, ჩვენს სამხედრო უწყებებს შორის ხელმოწერილია შეთანხმებები.
სამხრეთი ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი
ანატოლი ბიბილოვი:
რაც შეეხება სამხრეთი ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმს – რასაკვირველია, მიმაჩნია, რომ ის უნდა ჩატარდეს. თუმცა, სამხრეთი ოსეთის პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციის, რუსეთის ფედერაციის ძალებთან და რუსეთის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის გარეშე, და მანამდე, ვიდრე ჩვენი მომავლის თავისებურ „საგზაო რუკას“ არ განვსაზღვრავთ – რა თქმა უნდა, რაიმე ნაბიჯების გადადგმა გაჭირდება.
მაგრამ ისევ და ისევ ვაცხადებ: რეფერნდუმის ჩატარების იდეას არავინ უარყოფს, სამხრეთი ოსეთის მოსახლეობას მისი ჩატარება სურს, და ადრე თუ გვიან აქამდეც მივალთ.
სამხრეთი ოსეთის ეკონომიკური დამოუკიდებლობა
„რია ნოვოსტის“ კითხვა: – აქვს თუ არა სამხრეთ ოსეთს იმის შესაძლებლობა, რომ „თვითკმარ რესპუბლიკად“ იქცეს? და რა რესურსების ხარჯზე?
ანატოლი ბიბილოვი:
ამ ფორუმში ჩემი მონაწილეობა სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად რაღაც გზებს ვეძებთ.
სამხრეთი ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს შორის მოკავშირეობის შესახებ შეთანხმებები ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს. როგორ უნდა გაკეთდეს ეს? დღეს ჩვენ რუსეთის რეგიონებთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობები და ამას უკვე ვაკეთებთ.
უკვე არსებობს ინვესტიციები ვლადიმირის ოლქიდან. აქ ფორუმზე თათრეთის პრეზიდენტთან ერთად ის პროექტები განვიხილეთ, რომლების განხორციელებაც შესაძლებელია სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე.
რუსეთის სხვა რეგიონებთანაც არის ბევრი სხვა პროექტი, რომლებსაც, რა თქმა უნდა, განვახორციელებთ. და ისე გავაკეთებთ, რომ სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკა სრული დამოკიდებულების მდგომარეობიდან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი გახდეს.
და თუ იმას მაინც მოვახერხებთ, რომ რესპუბლიკის საკუთარი შემოსავლები მოკლე ხანში გაიზარდოს, ვთქვათ 5 წელიწადში – 50 პროცენტით – ეს ძალიან კარგი შედეგი იქნება.
ჩვენ ამისკენ მივისწაფვით, მით უმეტეს, რომ რუსეთი თავად აბანდებს ფულს სამხრეთი ოსეთის განვითარებაში. რუსეთზე უკეთესი ინვესტორი სამხრეთ ოსეთს არ ჰყავს.
და რუსეთის რეგიონების ყველა ხელმძღვანელი, ვისაც ამ ფორუმზე შევხვდით, ამბობს, რომ მზად არიან ჩამოვიდნენ, ინვესტირება განახორციელონ და ერთობლივი საწარმოები შექმნან. დღს ეს „საგზაო რუკა“ რუსეთის ბევრ სუბიექტთან ერთად განვიხილეთ.
შესაძლებელია თუ არა საქართველოში ტრანზიტის გახსნა
“რია ნოვოსტის“ შეკითხვა :– შესაძლებელია თუ არა სამხრეთი ოსეთის გავლით რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტის გახსნა? რა პირობებია? რა არის ამისთვის საჭირო?
ანატოლი ბიბილოვი:
მე რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტის ცნებით არ დავკმაყოფილდებოდი. ამიერკავკასიაში, საქართველოს გარდა, არის სომხეთიც და აზერბაიჯანიც, გარდა ამისა – არსებობს ირანი და თურქეთი.
გზა სამხრეთი ოსეთის გავლით – თურქეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, ასევე სომხეთისა და საქართველოსთვისაც ყველაზე მოსახერხებელია. იმისთვის, რომ ეს გზა გაიხსნას, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირველ რიგში – საქართველოს მხრიდან. ჩვენი მხრიდან, არ მგონია, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნას.
ერთდერთი პრობლემა, რასაც ქართული მხარე ასახელებს, ეს არის სამხრეთი ოსეთის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენ იმას არ დავუშვებთ, რომ სამხრეთი ოსეთი ევროპისა და აზიისკენ „საგზაო რუკაზე“ თანასწორუფლებიან პარტნიორად არ მონაწილეობდეს.
ვინმე იტყვის, რომ მათ (საქართველოს) ჯერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმისთვისაც არ მოუწერიათ ხელი. მაგრამ, ჩვენ პირველ რიგში, იმ ადამიანებზე უნდა ვიფიქროთ, რომლებიც სომხეთში და აზერბაიჯანში ცხოვრობენ, მათზე, ვისაც სავაჭრო ურთიერთობების დამყარება სურს რუსეთთან და ირანთან. და საქართველოზე არ უნდა ჩავიციკლოთ.
სხვა საქმეა, რომ დღეისთვის რუსეთს და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთერთობა არ არსებობს, თუმცა ეკონომიკური კავშირები ვითარდება, და ამიტომ ვერანაირ განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ.