სამხრეთი ოსეთი ისრაელის გზას დაადგა
ფოტო: JAMnews, თამარა აგკაცევა
2017 წლის 9 აპრილს ამომრჩევლების თითქმის 80-მა პროცენტმა გამოხატა თანხმობა, რომ სამხრეთ ოსეთს ოფიციალურად დარქმეოდა სახელმწიფო ალანია. ეს მოხდა რეფერენდუმზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ტარდებოდა.
ისტორია და თანამედროვე მოდა
JAMnews-ის ინფორმაცია
ალანები არიან ირანულენოვანი ტომები, რომლებმაც მე-4 საუკუნეში კავკასიის მთიანეთში დააარსეს სახელმწიფო, რომელმაც მ-13 საუკუნემდე იარსება.
შემდეგ ეს ტერიტორიები მონგოლებმა დაიპყრეს, და ალანები იძულებულები გახდნენ, თავი კავკასიის მთებისთვის შეეფარებინათ.
ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს თანამედროვე ოსებს ალანების მემკვიდრეებად, თუმცა აღნიშნავენ, რომ ალანების გავლენა კავკასიის სხვა ხალხების კულტურებშიც შეინიშნება.
სახელი „ალანია“ ოფიციალურად პირველად ჩრდილოეთ ოსეთმა მიითვისა, და რესპუბლიკა ჩრდილოეთი ოსეთი-ალანია გახდა.
ვლადიკავკაზში სიტყვები „ალანია“ და „ალანები“ უფრო ხშირად გვხვდება.
ყველაზე ხშირად – სარეკლამო პლაკატებზე, რომლებიც მაყურებელს ფოლკლორული ანსამბლების კონცერტების შესახებ აცნობებს (მათ სუხვით მხოლოდ იმ მიკროყუსასმენების შეთავაზების წინადადებები აჭარბებს, რომლებიც სტუდენტებს გამოცდების ჩაბარებაში ეხმარება და რომლებითაც სავსეა უნივერსიტეტის კედლები).
ასევე -ადგილობრივი სტადიონის კედლებიც, სადაც ადრე ვლადიკავკაზის „ალანია“ გამოდიოდა. ახლა ეს ამბავი ისტორიას ჩაბარდა – გასულ წელს „ალანიამ“ თავისი ისტორიული სახელი დაიბრუნა – „სპარტაკი“.
მაგრამ არსებობს გულწრფელი ინტერესი ყველაფრისადმი, რაც კი ალანების მემკვიდრეობას უკავშირდება.
მაგალითად, ხანში შესული მხატვარი ოლეგი, რომელიც ვლადიკავკაზის ცენტრში საკუთარ და სხვა ავტორების ნახატებს ყიდის, სიამოვნებით გიამბობთ, თუ რამსიშორეს მიდიოდნენ სალაშქოდ ახლანდელი ოსების წინაპრები. მისი თქმით, რუსული მდინარეების დონისა და დონეცის სახელებს, ასევე ევროპული დუნაის სახელსაც, ალანური ფესვები აქვს.
უფროს თაობას არც ახალგაზრდები ჩამორჩებიან. ახალგაზრდა ოსი ინტელექტუალები, რომლებსაც მოსკოვსა და ევროპაში აქვთ მიღებული განათლება, ფბ-ჯგუფში არიან გაერთიანებულები, და საკუთარ თავს დასცინიან, ამბობენ: „… დიახ, რაღაც გარკვეული ალანურობა მართლაც გვახასიათებს“. თუმცა, ისტორიული ფესვების ძიების თემას სრულიად სერიოზულად ეკიდებიან.
ფოტო: JAMnews, ჟანა ტარხანოვა,ვლადიკავკაზი
პირველ რიგში, მათ მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხი აღელვებთ; როგორც თავად ხსნიან, უფრო იმიტომ, რომ ოსეთის ისტორია მატერიალური ობიექტებით მდიდარი არ არის.
ოსური ენა ქრება. ამტკიცებს UNESCO
ბოლო ათწლეულების განმავლობაში მშობლიური ენა ოსებისთვის ქუჩის და შინაურული ურთიერთობის ენად იქცა. ყველა დანარჩენი მნიშვნელოვანი ფუნქცია რუსულმა იტვირთა. ამიტომ, ახლა მთავარი ამოცანა ის არის, ოსური ენა მოდური გახდეს.
“მისი რეგეტირება და გატრენდულება უნდა მოხდეს, და ყველაფერი კარგად იქნება“, – განმარტავენ ისინი გამართული რუსული ენით.
ნაკლებად გათვითცნობიერებულ ფენებში ალანური იდეისადმი სტანდარტული დამოკიდებულება აქვთ გამომუშავებული:
ვლადისლავ კუზაევი, ვლადიკავკაზის მცხოვრები. JAMnews, თამარა აგკაცევა
ებრაელების ნაკლებობა
მთლიანობაში, სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე „სახელმწიფო ალანიას“ შექმნის იდეას ჩრდილოეთ ოსეთში განსაკუთრებული გაგებით – არც ახალგაზდები ხვდებიან, არც ხნიერები, არც ინტელექტუალები და არც ფიზიკურად მშრომელი ხალხი.
ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანები, რომელიც ხელისუფლების წამოწყებებისგან კარგს არაფერს ელიან, რესპუბლიკა ალანიას მხარდასაჭერ რეფერენდუმზე საუბრისას, მაგალითად, ამგვარ განმარტებას გთავაზობენ: ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ ახალი პასპოტრებისთვის, შტამპებისა და ბეჭდებისთვის მიიღონ ბიუჯეტი.
ახლგაზრდა მამაკაცებს მათთან ამ საკითხზე მსჯელობის მცდელობისას ძალიან ერიდებათ – ხომ უხერხულია იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი პირველად გესმის – და ბოლოს და ბოლოს პოულობენ შესაფერის პასუხს: „ისე, ჩვენ ახლა სესია გვაქვს“.
მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთი სახელმწიფო არსებობს, – ირწმუნება ცნობილი პუბლიცისტი ლეონიდ კოჩიევი, – რომლის სახელწოდებაშიც არ არის ჩადებული სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმა. ეს არის ისრაელი“.
ეს აზრი ვლადიკავკაზის მშვიდობის პროსპექტზე მდებარე ძალიან კარგი წიგნის მაღაზიის პატრონს გავუზიარე. ის ამ აზრს სკეპტიკურად მოეკიდა. არაფერი არ გამოვა, – თქვა მან, – ებრაელების ნაკლებობაა.
კონკურენტები
იმის უფლება, რომ ალანებად იწოდებოდნენ, ჩრდილოეთ კავკასიაში სხვა პრეტენდენტებსაც აქვთ.
ფოტო: JAMnews, თამარა აგკაცევა
საკმარისია ვლადიკავკაზიდან არცთუ შორს გაემგზავრო და ინგუშეთის საზღვარი გადაკვეთო, რომ ახლახან აღმართულ ალანურ კარიბჭეს დაინახავ. ამ ობიექტის დამკვეთი და იდეის შთამაგონებელია – ნაზრანის მერი ბესლან ცჩოევი, რომელიც ალანური იდეის დიდი თაყვანისმცემელია.
ფოტო:JAMnews, თამარა აგკაცევა
უზარმაზარი აგურის ნაგებობა, რომელიც გზის შუაგულში, ტრიალ მინდორშია აღმართული. ლამაზია, ოღონდაც ოდნავ სახასიათო – ბოლომდე ვერ მიხვდები, თუ რა არის მასში მაიცდამაინც ალანური. ასეთ კარიბჭე ვორონეჟთან რომ აღმართო, სლავურ ფესვებთან დაბრუნების სიმბოლოდაც მშვენივრად გამოდგება, ყაზანთან – თათრულ ფესვებთან.
ალანებისა დ მათი მემკვიდრეობის თაობაზე სხვა კავკასიელ ხალხებსაც აქვთ თავიანთი მოსაზრებები – ყარაჩაევოელებსა და ბალყარელებს.
„ჩვენ ალანი ხალხი ვართ და ალანური ტაძრები ჩვენ გვეკუთვნის. თუ მათ წაგვართმევთ, ალანები აღარ ვიქნებით, ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას დავკარგავთ და მანქურთები გავხდებით, ანუ უსამშობლო და უთემო ხალხი“, – ეს ციტატა ყარაჩაევოელი ხარხის კონგრესისი ყოფილი თავმჯდომარის ყაზბეკ ჩომაევის მოხსენებიდანაა.
გარკვეული დროის წინათ ჩრდილოეთ ოსეთში ვნებათაღელვა (რომელიც წესიერების საზღვრებს არ გასცდენია) მოჰყვა ერთ „ალანურ“ სიმღერას, რომელიც ყაბარდოელმა მომღერალმა ომარ ოტაროვმა შესარულა. სიმღერა მიზნად ისახავს იმის დამტკიცებას, რომ ნამდვილი ალანები – ყაბარდოელები არიან.
ამ სიმღერას რეკორდული რაოდენობის სტატუსი მიეძღვნა ჩრდილოეთ ოსეთში პოპულარულ Facebook-ის ჯგუფში „მაგასი და დედიაკოვი“ (ორი ალანური ქალაქის სახელი). ჯგუფი ეძღვნება ალანების თემაზე – მათ წარმოშობასა და თანამედროვე მემკვიდრეებზე მეცნიერულ მსჯელობას
“ტექსტში რეალურად მხოლოდ ერთი კუპლეტია (20-დან), სადაც სიტყვა „ალანი“ არ არის. ეს უბრალოდ სასაცილოა. მეცნიერები ყოველ გადაკვრით ნახსენებ ალანს მარცვალ-მარცვალ კრებენ, აქ კი სიტყვაგამოშვებით მეორდება „ალანი“, „ალანი“,“ალანი“ – და არავითარი ყურადღება აკადემიური სამყაროს მხრიდან“.
„მაინც რაზეა ეს სიმღერა? თარგმანის მიხედვით, ეს არის უცნობი ორატორის მოწოდება თანატომელთა მიმართ, რომ შეებრძოლონ „ზღვიდან მოსულ“ უსახლკაროებს, რომლებსაც „შავი სისხლი აქვთ“. და ვინ არიან ეს დიდებული ადამიანები? პოსტის ავტორი მათში ადიღეელებს ხედავს. კიდევ კარგი, რომ არა – საურონის ორკებს“.
„საერთოდ, ეს ალანებზე დაწერილი სიმღერა აუტოტრენინგის სეანსს უფრო წააგავს:“ალანი, ალანი, ალანი,ალანი, ალანი, ალანი…“ სასიმღერო ჟანრის ამ შედევრმა თავისებური რეკორდიც კი მოხსნა – ამ სიტყვის გამოყენების სიხშირის მხრივ“.
საერთოდ, ალანური მემკვიდრეობის თემა ჩრდილოეთი კავკასიის საზოგადოებებში ორგვარ რეაქციას იწვევს.
ერთი მხრივ – ეს არის გულწრფელი ინტერესი; საკუთარ ისტორიულ ფესვებში იდეოლოგიური საყრდენის ძებნის მცდელობა, მას შედეგ, რაც საბჭოთა ეპოქის ყველა ქიმერა გაქრა.
მეორე მხრივ – ძალიან სკეპტიკური შეხედულება იმაზე, თუ როგორ ცდილობენ პოლიტიკოსები ამ საკითხით სპეკულირებას