სამხრეთი ოსეთის ცნობილი „რევოლუციონერი“ ალა ჯიოევა
სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დღე ახლოვდება – 9 აპრილი, და სიტუაცია სულ უფრო ნერვული ხდება. 2017 წლის დასაწყისიდან რესპუბლიკაში უკვე ნორმად იქცა სკანდალები, ბრალდებები და პროტესტები.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სამი კანდიდატი დარეგისტრირდა: მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, მოქმედი სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და ადგილობრივი КГБ-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი.
JAMnews-მა და სხვა მედიებმა არაერთხელ შემოგვთავაზეს სამივე კანდიდატის ციტირება. იგივე ეხება ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ კოკოითისაც, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნდა, და მართალია, პეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებული არ არის, მაინც ძალიან აქტიური და გავლენიანია როგორც ოპოზიციური ძალა.
ამჯერად JAMnews-მა გადაწყვიტა, არჩევნების წინ სიტუაციის კომენტირება სთხოვოს სამხრეთი ოსეთის ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს ალა ჯიოევას – როგორც იმ ადამიანს, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს სამხრეთი ოსეთის დღევანდელი პოლიტიკური ველის ჩამოყალიბებასთან.
მოკლედ ალა ჯიოევას შესახებ:
ალა ჯიოევა 2002 წლიდან სამხრეთი ოსეთის განათლების მინისტრი იყო. ის მკაცრად აკრიტიკებდა მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის, და 2008 წლის თებერვალში ის თანამდებობიდან გადააყენეს. იმავდროულად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ჯიოევამ საპასუხოდ განაცხადა, რომ პროცესი უფრო პოლიტიკური ხასიათის იყო, ვიდრე სისხლის სამართლის – და 2011 წლის არჩევნებში პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.
ალა ჯიოევა მაშინ იქცა დღის გმირად, რომელიც რესპუბლიკას ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მომავალს და მოსკოვზე ნაკლებად დამოკიდებულებას სთავაზობდა.
იმ არჩევნებში მისი ძირითადი კონკურენტი იყო ახლანდელი სპიკერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი.
2011 წლის 27 ნოემბერს ალა ჯიოევამ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა – ხმების თითქმის 52 პროცენტი მიიღო. მან ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მისი გამარჯვების დამადასტურებელი ოქმიც კი მიიღო.
მაგრამ ამის შემდეგ სამხრეთი ოსეთის უზენაეს სასამართლოში შევიდა სარჩელი, რომლის მიხედვითაც არჩევნების პროცესში დარღვევა აღმოაჩინა და მისი შედეგები გააუქმა. საპასუხოდ ჯიოევამ თავის პრეზიდენტად გამოაცხადა, ჩამოაყალიბა სახელმწიფო საბჭო, და და საკუთარი ინაუგურაციის თარიღი დანიშნა – 2011 წლის 10 თებერვალი.
მაგრამ წინა დღეს პოლიციის სპეცრაზმმა, ОМОН-მა მის საარჩევნო შტაბზე შეტევა მიიტანა, და ცდილობდნენ ალა ჯიოევა გენერალურ პროკურატურაში დაკითხვზე ძალით წაეყვანათ. საბოლოოდ მას ჰიპერტონიული კრიზი დაემართა, გონება დაკარგა, და ის, პროკურატურის ნაცვლად, საავადმყოფოში მიიყვანეს. იქ მას მთელ სხეულზე სისხლის ჩაქცევები და დაზიანებები აღმოუჩინეს.
ამ მოვლენებს „თოვლიანი რევოლუციის“ სახელი ეწოდა – იმ დღეებში სამხრეთ ოსეთში წარმოუდგენელი რაოდნობის თოვლი მოვიდა.
2012 წელი, სამხრეთ ოსეთი. ფოტო: JAMnews
ერთი წლის შემდეგ – 2012 წლის მაისში ალა ჯიოევა სამხრეთი ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, იმ მიზნით, რომ სოციალური სფეროსთვის გაეწია კურირება. 2014 წელს მან ეს თანამდებობა დატოვა.
ალა ჯიოევა მეთურობს პარტიას „ოსეთი – თავისუფლების მოედანი“ და აქტურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. „ჩვენ პარტიას ბევრი რამ ექნება თავის ხალხისთვის სათქმელი“, – ამბობს ალა ჯიოევა.