ნიკა მელია დაკავებულია
განახლება: სპეცრაზმმა 8.50 წუთზე დააკავა ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია. შენობაში მათ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.
პოლიციამ დილის 07:00 საათზე დაიწყო სპეცოპერაცია ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად.
17 თემებრვალს სასამართლომ მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას შემდეგ, მელია და მისი მხარდამჭერები პარტიის ოფისში არიან გამაგრებული, რომ სამართალდამცავებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა არ მისცენ.
23 თებერვალს დილის 7:30 საათისთვის კახეთის გზატკეცილზე, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მივიდნენ სასწრაფო დახმარების მანქანები, ასევე სპეცმანქანები დიდი კიბეებით. ამ კიბეების დახმარებით სპეცრაზმის ნაწილმა შენობაში შეაღწია.
სპეცრაზმელებს სპეციალური ტანსაცმელი აცვიათ ჩაფხუტები და დამცავი ნიღბები.
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისის გარშემო მანქანების მოძრაობა დაკეტილია.
შენობაში რამდენიმე ასეული ადამიანია – პოლიტიკური ლიდერებჰი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან, ოპოზიციის მხარდამჭერები, აქტივისტები.
შენობაში შეკრებილები ინტერვიუებში იმეორებენ,. რომ შენობაში მშვიდობიანი ხალხია შეკრებილი და ხელისუფლებას მოუწოდებენ არ გამოიყენოს ძალა.
”დღეს 23 თებერვალია, საბჭოთა არმიის დღე და ივანიშვილმა ბრძანა სამოქალაქო პირების დაშლა. ჩვენ საბჭოთა საქართველოში გავიღვიძეთ. ეს არის შიზოფრენია ”, – თქვა გიგი უგულავამ, პარტია“ ევროპული საქართველოს ”წარმომადგენელმა.
● ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა. რას ფიქრობენ ექსპერტები და ანალიტიკოსები მის გაპრემიერებაზე?
● ოპოზიციონერის დაკავებას, შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ სანქციები მოჰყვეს
● “მსგავს პოლიტიკურ დევნას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“ – ამერიკელი სენატორები მელიას საქმეს ეხმაურები
●ოპოზიცია ახალ არჩევნების ითხოვს. ხელისუფლება მელიას მოუწოდებს, დაემორჩილოს კანონს
_______________________________________________________________________
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დაიწყო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ოპოზიცია არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს და მას გაყალბებულად მიიჩნევს.
ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და მეათე მ,ოწვევის პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს. 51 ოპოზიციონერმა დეპუტატმა დატოვა მანდატი. ამჟამად პარლამენტში 150 დეპუტატიდან სხდომებს მხოლოდ ექვსი ოპოზიციონერი ესწრება, დანარჩენი დეპუტატები მმართველი გუნდიდან არიან.
პოლიტიკური კრიზისი ახალი ძალით გამწვავდა 17 თებერვალს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მთავარი ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო. მელიას ე.წ. გავრილოვის ღამის დროს დესტაბილიზაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.
მისი დანაშაული ამ საქმეში დადასტურებული არ არის, თუმცა პროკურატურამ სასამართლოს წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოსთხოვა. 17 თებერვალს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა. მანამდე მელიამ უარი თქვა გირაოს გადახდაზე თავისუფლების სანაცვლოდ, რადგან მიიჩნევს, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დილით, 18 თებერვალს, როდესაც მელია სამართალდამცავებს უნდა დაეკავებინათ, თანამდებობიდან გადადგა ქვეყნის პრემიერი გიორგი გახარია. გადადგომის მიზეზად გახარიამ მმართველ გუნდთან “ქართულ ოცნებასთან” უთანხმოება დაასახელა – გუნდი ოპოზიციის ლიდერის დაკავებას ითხოვდა, გახარიას კი მიაჩნდა, რომ მელიას დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო მეტად გაამწვავებდა.
გახარიას გადადგომის შემდეგ შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ოპოზიციონერის დაკავება გადავადდა ახალი პრემიერის და მთავრობის არჩევამდე.
22 თებერვალს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პრემიერ მინისტრი. სწორედ მისი დანიშვნის შემდეგ ამოქმედა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეღწევის გეგმა.